Quantcast
Channel: Tabula - კულტურა
Viewing all articles
Browse latest Browse all 117

Salio: Super Bowl-ზე მონაწილეობის მიღებას ვინც დამპირდა, აფერისტი აღმოჩნდა

$
0
0

ქართველი მომღერალი სალომე კორკოტაშვილი Facebook-ის პირად გვერდზე წერს, რომ ინფორმაცია, Super Bowl-ზე მონაწილეობის შესახებ, ტყუილი აღმოჩნდა. მისი თქმით, "მენეჯერი, ვინც დამპირდა Super Bowl-ზე მონაწილეობის მიღებას, აფერისტი აღმოჩნდა". რამდენიმე დღის წინ, Salio-მ გაავრცელა ინფორმაცია,რომ Super Bowl-ზე ამერიკის ჰიმნის შესასრულებლად მიიწვიეს.

Super Bowl ამერიკული ფეხბურთის მთავარი მოვლენაა. მსოფლიოს მილიონობით მაყურებელი ელოდება მატჩს, რომელშიც ამერიკული ფეხბურთის Super Bowl-ის გამარჯვებული გამოვლინდება.

Super Bowl-ის ფინალური მატჩისთვის არა მარტო სპორტსმენები, არამედ მსხვილი კომპანიებიც ემზადებიან. ფინალური მატჩის სარეკლამო ჭრის დროს რეკლამა კომპანიებისთვის მთლიანი წლის გამოწვევაა. თითოეულ სარეკლამო რგოლზე ათეულობით მილიონი დოლარი იხარჯება, რომელიც შეხვედრის განმავლობაში გავა ეთერში. Super Bowl 2018 წლის 4 თებერვალს გაიმართება.

Georgian
Super Bowl 2018SALIOსალომე კორკოტაშვილიSuper Bowl 2018News ItemCultureSocietyFull widthNoBefore article text

Viewing all articles
Browse latest Browse all 117

Trending Articles



<script src="https://jsc.adskeeper.com/r/s/rssing.com.1596347.js" async> </script>