Quantcast
Channel: Tabula - კულტურა
Viewing all articles
Browse latest Browse all 117

როგორი იქნება Studio Ghibli-ს გასართობი პარკი - ფოტოები

$
0
0

ანიმეს მოყვარულებისთვის იაპონური ანიმაციური სტუდია Ghibli 2022 წელს გასართობ პარკს ხსნის. 

როგორც ცნობილია, პარკის მთავარი თემა, ლეგენდარული ჰაიო მიაძაკის 1988 წელს შექმნილი ანიმე "ჩემი მეზობელი ტოტორო"იქნება. 

პარკი ქალაქ ნაგაკუტეშიგაიხსნება. 

ფოტო: Studio Ghibli

პარკისთვის უკვე გამოიყო ორას ჰექტარზე მეტი ფართობის ტერიტორია, სადაც 2005 წელს მსოფლიო ექსპოზიცია ჩატარდა. პარკში უკვე დგას ჩემი მეზობელი ტოტოროს სახლის ასლი. 

ადგილობრივი მთავრობის წევრების თქმით, პარკის მიზანია ბოლომდე აითვისოს ტერიტორია ისე, რომ ბუნებრივი გარემოს სულ მცირე ზიანიც არ მიადგეს. 

პარკში ევროპული სტილის აგურის შენობები იქნება, რომლის მსგავსი სტუდიის ნამუშევრებში ხშირად გვინახავს.

პარკის მთავარი კარიბჭე "ჰაულისმოძრავი სასახლის" ინსპირაციითშეიქმნება.

ფოტო: Studio Ghibli

აშენდება თეატრი, გალერეა, იქნება მაღაზიები, სადაც სუვენირების ყიდვა იქნება შესაძლებელი. 

ასევე იქნება იმ ჯადოსნური ქმნილებების ქანდაკებები, რომლებიც ანიმეებიდან ვიცით. 

ვარაუდობენ, რომ ეს პარკი ისეთივე წარმატებული პროექტი იქნება როგორიც Ghibli-ისმუზეუმი რომელიც 2001 წელს გაიხსნა ტოკიოში. 

მთავრობა პროექტის რეალურ ღირებულებაზე ჩამოყალიბებული არ არის. არქიტექტორები პარკის გაუმჯობესებაზე ჯერ კიდევ მუშაობენ. 

პარკის არქიტექტურის ზოგიერთი ფოტო, ცოტა ხნის წინ გავრცელდა:

მწვანე გორაკი

ფოტო: Studio Ghibli

გიბლის დიდი შენობების სივრცე

ფოტო: Studio Ghibli

ჯადოქრების სივრცე

ფოტო: Studio Ghibli

მონონოკეს სოფლის სივრცე

ფოტო: Studio Ghibli

დონდოკოს ტყის სივრცე

​​​​​​​

ფოტო: Studio Ghibli
Georgian
Studio Ghibliანიმეგასართობი პარკიჰაიო მიაძაკიიაპონიაStudio GhibliNews ItemCultureWorldLifestyleFull widthNoBefore article text

Viewing all articles
Browse latest Browse all 117

Trending Articles



<script src="https://jsc.adskeeper.com/r/s/rssing.com.1596347.js" async> </script>