Quantcast
Channel: Tabula - კულტურა
Viewing all 117 articles
Browse latest View live

დასასრულის დასაწყისი

$
0
0

ცხრაწლიანი მშენებლობის შემდეგ, ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის პროფესიული სახელმწიფო თეატრის შენობა (მოცულობა – 5 700 კვადრატული მეტრი, დანახარჯი – დაახლოებით 11 მილიონი ლარი) რამდენიმე დღეში ოფიციალურად გაიხსნება. 600 მაყურებელზე გათვლილი სივრცის ამოქმედება მოვლენაა არა მხოლოდ ადგილობრივი მოსახლეობისთვის ან თეატრის შემოქმედებითი, ადმინისტრაციული და ტექნიკური პერსონალისთვის, რომელიც წლების განმავლობაში არასახარბიელო პირობებში მუშაობდა, არამედ ზოგადად ქართული თეატრისთვის.

სცენა დავით მღებრიშვილის სპექტაკლიდან „იაპონური ზღაპარი” ფოტო: თამარ ოხიკიანი
შენობის არქიტექტურა (არქიტექტორი ლადო ხმალაძე, მშენებელი იგორ გურჯია – შპს კუნძული) თეატრის მრავალფუნქციურობას განაპირობებს. მიუხედავად ამისა, მნიშვნელოვანია, რა მისიას დაისახავენ ხელმძღვანელები და რა ინიციატივებს განახორციელებენ მასშტაბური ნაგებობის სრულფასოვნად და მთელი დატვირთვით ასამუშავებლად. შეკითხვებით თენგიზ ხუხიას (დირექტორი, ყოფილი მმართველი) და დავით მღებრიშვილს (სამხატვრო ხელმძღვანელი) მივმართეთ.

შენობა, რომელშიც თეატრი ფუნქციონირებდა, 2005 წელს ეკლესიას გადაეცა. ვინ შეუწყო ხელი იმას, რომ შემოქმედებითი პროცესი არ გაჩერებულიყო და მშენებლობა დაწყებულიყო?

თენგიზ ხუხია: 2005 წლის ნოემბერში, როცა თეატრის შენობა ეკლესიას ოფიციალურად გადაეცა, მის პირველ სართულზე სასულიერო პირები იმყოფებოდნენ, ხოლო მეორეზე – თეატრის წარმომადგენლები. ამან კონფლიქტი კიდევ უფრო გაამწვავა. ჩავერთე თუ არა სიტუაციაში, თეატრის დირექტორად დავინიშნე და ერთობლივი ძალებით მოვახერხეთ დიალოგი როგორც ეკლესიასთან, ისე ადგილობრივ და ცენტრალურ ხელისუფლებასთან. ახალი შენობის მშენებლობა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის – მიხეილ სააკაშვილის მხარდაჭერით დაიწყო.

იმისთვის, რომ თეატრს ცხოვრება არ შეეწყვიტა, თავი შევაფარეთ ძველ კულტურის სახლს, სადაც ფუნქციონირებდა ფოლკლორის სახლი, თოჯინების სტუდია, ცეკვისა და სიმღერის ანსამბლები. მაშინ ადამიანთა გარკვეულმა ჯგუფმა აღნიშნული შენობის თეატრისთვის გადაცემის სურვილი გამოთქვა, რასაც შევეწინააღმდეგე, რადგან არ მინდოდა თეატრი სხვა შემოქმედებითი გაერთიანებების დაღუპვის ხარჯზე გადარჩენილიყო.

რა იყო თქვენი მთავარი ამოცანა?

ფოთის თეატრი რეკონსტრუქციის დროს ფოტო: თამარ ოხიკიანი

მთავარი ამოცანა იყო დაგვემტკიცებინა, რომ ვარსებობთ და შეგვიძლია სპექტაკლების დადგმა, მაყურებლის მოზიდვა და თეატრით დაინტერესება. უპირველესად, უნდა გაერთიანებულიყო დასი, რომელიც ობიექტური და სუბიექტური მიზეზების გამო, გახლეჩილი იყო. პირადად ჩემთვის, რთული აღმოჩნდა სამხატვრო ხელმძღვანელის და რეჟისორის გარეშე მუშაობა. საქმის არასახარბიელო პირობებში დაწყებით (მაშინდელი დაფინანსების, ტექნიკური, მატერიალური თუ ადამიანური რესურსის გათვალისწინებით) არავინ ინტერესდებოდა. ამიტომ ავირჩიეთ რეჟისორების მოწვევის პრინციპი. დაიდგა სპექტაკლები და ფოთის მაყურებელმა დაიწყო თეატრში სიარული. შემდეგ გავედით ფოთის ფარგლებს გარეთ. გასტროლების პარალელურად, ვმონაწილეობდით სხვადასხვა ფესტივალებში, ვიწვევდით ქართველ და უცხოელ რეჟისორებს. აქტიურობის თვალსაზრისით, ფოთის თეატრი რამდენიმე წელიწადში დაწინაურდა.

ყოველივე ზემოაღნიშნულის პარალელურად, მიმდინარეობდა ახალი შენობის მშენებლობა, რომელიც დაფინანსებასთან დაკავშირებული პრობლემების მიზეზით რამდენჯერმე შეფერხდა. ძალიან ბევრი ვიწვალეთ და ვიშრომეთ იმისთვის, რომ რეალური შედეგი მიგვეღო. განსაკუთრებული მადლობა მინდა ვუთხრა სათითაოდ ყველას, ვინც ამხელა შენობის აშენებაში წვლილი შეიტანა.

რამდენად შეინარჩუნეთ დასი?

ჩემი პირველი დაპირება იყო, რომ შევინარჩუნებდი დასს, მის ძირითად ბირთვს, ყველა საჭირო თანამშრომელს და ერთად შევიდოდით ახალ შენობაში. ვფიქრობ, პირობა არ დამირღვევია. დავიმატეთ „ახალი სისხლი", მაგრამ ისე, რომ უარი არ გვითქვამს ძველზე.

ურთიერთობები დავამყარეთ და დავმეგობრდით მეზობელ თეატრებთან. მაგალითად, ბათუმის თეატრში გასტროლის დროს აღმოვაჩინეთ, რომ თეატრების დაარსებიდან მოყოლებული, ფოთის თეატრი საგასტროლოდ პირველად იმყოფებოდა ბათუმში. ამან დაგვაფიქრა და 2008 წელს გვიბიძგა ჩამოყალიბებულიყო „საქართველოს რეგიონული თეატრების ქსელი", რომლის თავმჯდომარედ მე ამირჩიეს. ფოთის თეატრი ერთ-ერთი პირველი იყო, რომელიც „ევროპის თეატრების ქსელის"წევრი გახდა. ვმასპინძლობდით ევროპელ კოლეგებს და მათ წარმოდგენლებს როგორც ფოთში, ისე საქართველოს რეგიონებში. მაგალითად, იყო ლიტველების, ნორვეგიელების, პოლონელების, ირანელების გასტროლები თბილისში, ბათუმში, ფოთში, სენაკში, ჭიათურაში, ზუგდიდში და ა.შ.

რამ შეაფერხა თეატრის მშენებლობა?

თანხის ერთიანად აკუმულირება ვერ მოხერხდა. ამაში 2008 წლის ომმაც შეგვიშალა ხელი. იყო პერიოდი, მშენებლობა გაჩერდა და დავიწყეთ ფიქრი, რითი მიგვექცია ყურადღება. გადავწყვიტეთ, მშენებარე თეატრთან გაგვემართა ღონისძიებები, რითაც ცნობილი ადამიანები ადგილობრივ და ცენტრალურ ხელისუფლებას მშენებლობის დასრულების აუცილებლობას შეახსენებდნენ. ერთ-ერთი პირველი იყო ნინო ანანიაშვილი, ჩემი უსაყვარლესი ადამიანი და მეგობარი, რომელმაც ფოთში ბალეტის თეატრის მოცეკვავეებთან ერთად იცეკვა. ამის შემდეგ მხარი „ერისიონმაც"დაგვიჭირა. ორივე შემოქმედებითი გაერთიანების წარმომადგენლებით დაწყებული, უდიდესი მადლობა ყველას, ვინც გვგულშემატკივრობდა. ახალი შენობა, პირველ რიგში, სწორედ მათ უმასპინძლებს. ჩაფიქრებული გვაქვს დავაარსოთ „ქართული თეატრების ფესტივალი". პროექტი მუშავდება და ვიმედოვნებთ, დაფინანსდება.

ფოთის თეატრი რეკონსტრუქციის დროს ფოტო: Tamar Okhikiani
პროფესიული თეატრების შესახებ კანონის ამოქმედებით, გაუქმდა მმართველების ინსტიტუტი და გაძლიერდა სამხატვრო ხელმძღვანელის ფუნქცია. რაში მდგომარეობს თქვენი, როგორც დირექტორის, მოვალეობა?
დედამიწის ზურგზე თუ ვინმეს უნდოდა ჰყოლოდა სამხატვრო ხელმძღვანელი, პირველი ვიყავი. ამის დიდი სურვილი, თავის დროზე, არავის გამოუთქვამს, რადგან პატარა შენობაში და ისეთ პირობებში ვმუშაობდით, რომ ბევრმა შეიკავა თავი. კანონის თანახმად, დღეს უკვე სამხატვრო ხელმძღვანელია პასუხისმგებელი შემოქმედებით პროცესზე, რეპერტუარზე და ა.შ. დავით მღებრიშვილი ფოთის თეატრთან წლების განმავლობაში თანამშრომლობდა, ამიტომაც იცნობს თეატრს და მასთან მუშაობა იოლია. ყველა თანამშრომელს მადლობა მინდა გადაუხადო ერთად გატარებული 9 წლისთვის. ახალ შენობას ახალი ძალისხმევა და დიდი შემართება სჭირდება. ახალი გამოწვევების წინაშე ვდგავართ და იმედი მაქვს, ფოთის თეატრი გამორჩეული იქნება საქართველოში.

რას იტყვით თეატრის მნიშვნელობაზე რეგიონში?

დავით მღებრიშვილი: ბოლო დროს ხშირად ისმის შეკითხვა, საჭიროა თუ არა ამდენი თეატრი და ასეთ დროს, ვფიქრობ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რეგიონში თეატრის არსებობა. თეატრი ხელს უწყობს ადამიანის განვითარებას, ანალიტიკურ აზროვნებას, მისი გემოვნების ფორმირებას და ა.შ. ამიტომაც, ვერაფრით დავეთანხმები მოსაზრებას, რომ თეატრისთვის არ უნდა იხარჯებოდეს ფული.

გამიმართლა, რომ დავინიშნე ისეთი თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად, რომელიც მუშაობას ახალ შენობაში გააგრძელებს. ეს არის ძალიან დიდი წინგადადგმული ნაბიჯი. მით უფრო, საქართველოში, რომელიც, ჩემი აზრით, თეატრალური ქვეყანა არ არის, მაყურებლის მხრივ. შეიძლება გაგიკვირდეთ, მაგრამ ფაქტია, რომ ქვეყანაში, სადაც ამდენი ნოვატორი რეჟისორი მუშაობდა და მუშაობს, თეატრში სიარულის კულტურა დიდი არ არის. მაყურებელი ხშირად მოუმზადებელია და განათლებითაც არ გამოირჩევა.

ტელევიზიას ხომ არ „ადანაშაულებთ"?

არის ხალხი, რომელსაც ყველაფერი აქვს: ტელევიზორი, კომპიუტერი, აიპადი და ა.შ., მაგრამ წიგნს კითხულობს. საქართველოში განათლება აღარ არის თანმიმდევრული, აკადემიური... იხსნება ახალი უნივერსიტეტები, მაგრამ მძლავრობს ზედაპირულობა და დილეტანტიზმი. ასეა თეატრშიც! თეატრს აკლია კვალიფიციური კადრი. მსახიობობა და რეჟისორობა თუ პროფესია არ არის, მაშინ კარგად არის საქმე, მაგრამ მგონი პროფესიაა და მსახიობი უნდა იყოს მსახიობი, რეჟისორი – რეჟისორი, მხატვარი – მხატვარი, გამნათებელი – გამნათებელი და ა.შ. ამის პრობლემა ფოთის თეატრში გვაქვს და ვცდილობთ ვებრძოლოთ. ყოველდღე ვატარებთ სავარჯიშოებს მსახიობებისთვის. როდესაც მსახიობი სცენაზე გამოდის და ეჯახება დეკორაციას, ეს იმის ბრალია, რომ საკუთარ თავზე არ მუშაობს.

ასეთ შემთხვევაში, რამდენად დაძლევთ „ჰამლეტს", რითაც ახალი შენობის გახსნას გეგმავთ?

ფოთის თეატრი რეკონსტრუქციის დროს ფოტო: Tamar Okhikiani
„ჰამლეტის"დადგმა შეიძლება ნაადრევია, მაგრამ ასეთი დრამატურგიის არჩევანია გზა, რითაც გვინდა, რომ ვიაროთ. უკვე დავდგით ანტონ ჩეხოვის „ალუბლის ბაღი", რომელიც თბილისში, კინომსახიობთა თეატრშიც გვქონდა ჩატანილი და მინდა გითხრათ, თვითონ დრამატურგიამ აჩვენა ბევრ მსახიობს, რას ნიშნავს კარგ დრამატურგიაზე მუშაობა. ამის შემდეგ ვიმუშავეთ „იაპონურ ზღაპარზე", რომელიც მსახიობებთან ერთად დავწერე. ამით მსურდა, მონაწილეებს გაევლოთ სცენის აგების პროცესი, შეეგრძნოთ დრამატურგიული სტრუქტურა და ა.შ. ვცდილობ, მსახიობებს იმ ენით და მეთოდით ველაპარაკო, რომელსაც ჩემი პედაგოგი – მიხეილ თუმანიშვილი იყენებდა. იმაშიც გამიმართლა, რომ ორი სპექტაკლი რობერტ სტურუასთან ერთად გავაკეთე და გავეცანი მეთოდოლოგიას, რითაც მუშაობს. ორივე მათგანმა მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა. მსახიობმა ხელობა უნდა იცოდეს და თუ არ იცის, უნდა ისწავლოს.

ამჟამად დასში 21 მსახიობია. სამხატვრო ხელმძღვანელად დანიშვნისთანავე, მოვამზადე ორი სპექტაკლი და საგანგებოდ დავაკავე ყველა ქმედითუნარიანი მსახიობი. ახლა უკვე ვიცი, ვინ რა ღირს და ვინ როგორ ფლობს პროფესიას. რამდენიმე სტუდენტი მსახიობი ბათუმის ჯგუფიდანაც მივიღეთ. დაამთავრებენ თუ არა სწავლას, შტატში დარჩებიან. მნიშვნელოვანია, რომ ფოთის მერიის დაფინანსებით, ბათუმის უნივერსიტეტში გაიხსნა ჯგუფი, რომელშიც 10 სტუდენტი სამსახიობო ხელოვნებას 4 წლის განმავლობაში ისწავლის. კურსდამთავრებულები მუშაობას ფოთის თეატრში გააგრძელებენ.

ახალი შენობის სივრცე მასშტაბურია იმასთან შედარებით, სადაც წლების განმავლობაში უხდებოდა თეატრის შემოქმედებით და ტექნიკურ პერსონალს მუშაობა. იოლი იქნება ადაპტირება?

ადაპტირების პროცესი თავისთავად მოხდება. სივრცე ყველას უკარნახებს, როგორ იმოქმედოს. გადასვლისთანავე გამოჩნდება, ვინ არის ახალი სივრცის და ახალი მოთხოვნების ადეკვატური. თეატრის ახალი შენობის მშენებლობის დასრულება დაუჯერებელი საჩუქარია არა მხოლოდ ჩემთვის ან თენგო ხუხიასთვის, არამედ ყველა თანამშრომლისთვის. მის გახსნას ძალიან ველოდებით. ვიცით, რომ გვექნება პრობლემები, მაგრამ წინასწარ ვიცი, მთავარი პრობლემა მაინც კვალიფიციური კადრების ნაკლებობასთან იქნება დაკავშირებული. ამას უნდა ვებრძოლოთ და შევქმნათ ისეთი პროდუქცია, რომელიც ხარისხზე იქნება ორიენტირებული.

ზემოაღნიშნულის მიუხედავად, აუცილებლად უნდა ვთქვა, რომ ფოთის თეატრს, მისი ყოფილი მმართველის დამსახურებით, გავლილი აქვს პროცესები, რომლებიც რეგიონის სხვა თეატრებს ჯერ არ გაუვლიათ. ფოთის თეატრში არ ყოფილია შემოქმედებითი პროცესის წყვეტა, მაშინ როცა, მაგალითად, თელავის თეატრი წლების განმავლობაში გამოკეტილი იყო. ძალიან ხშირად რთულია გამოასწორო ის, რაც შენამდე არასწორად ხდებოდა. ასეთი პრობლემის წინაშე ფოთის თეატრში არ დავმდგარვარ. თეატრი ყოველთვის „ფორმაში"იყო და არსებობს შემოქმედებითი ინერცია, რომელიც რთული ამოცანების დაძლევაში დაგვეხმარება.

ერთ-ერთ ინტერვიუში გერმანელი თეატრის რეჟისორი – თომას ოსტერმაიერი, ჟურნალისტის შეკითხვას, რა არის თქვენი, როგორც სამხატვრო ხელმძღვანელის, მთავარი ფუნქცია, გენიალურად პასუხობს: „ჩემი მთავარი ფუნქციაა, ვიყო თეატრის ყველაზე ცუდი რეჟისორი". აბსოლუტურად ვეთანხმები და შევეცდები მოვიწვიო ისეთი რეჟისორები, რომლებთან თანამშრომლობაც თეატრისთვის მნიშვნელოვანი იქნება.

Georgian
თეატრითეატრითამარ კიკნაველიძე: დასასრულის დასაწყისიt.kiknavelidzeმაისი, 2013ArticleCultureDon't displayNowhiteBefore article text

The Beginning of the End

$
0
0

After nine years of construction, the new building of the Valeri Gunia Professional State Theatre in the city of Poti will be officially inaugurated within several days. The opening of the 600-seat, 5,700 square meters space, which cost about 11 million GEL to construct, is a special event for the local population and the creative, administrative and technical staff of the theatre who have worked in poor conditions for years. It is also very important for Georgian theatre in general.

ფოთის თეატრი რეკონსტრუქციის დროს ფოტო: Tamar Okhikiani
The building, which was designed by architect Lado Khmaladze, ensures that the theatre can be multi-functional. However, for the full potential of this large-scale building to be utilized, what is most important is the mission the leadership of the theatre has set and the initiatives they will implement. With these and other questions we approached Tengiz Khukhia, the director and former manager of the theatre, and Davit Mgebrishvili, the theatre's art director.

The building in which the theatre previously operated in was transferred to the church in 2005. Who assisted the theatre to ensure that it could continue its creative activity and enabled a new building to be built?

Tengiz Khukhia: In November 2005, when the building was officially transferred to the church, the clergy was on the ground floor, whilst representatives of the theatre worked on the first floor. This further exacerbated the conflict. Once I got involved in the situation, I was appointed director of the theatre and we managed to establish a dialogue with the clergy as well as with both the local and central government. The construction of a new building started with the support of the former President of Georgia Mikheil Saakashvili.

In order to spare the theatre from suspending its activity, we found shelter in an old house of culture which housed a folklore studio, a puppet studio, and song and dance ensembles. Back then, a group of people expressed their desire to just hand over that building to the theatre, but I went against that initiative because I did not want the theatre to survive at the expense of other creative groups.

What was your main objective?

My main objective was to prove that we exist and can stage plays, to attract audiences and develop in them an interest towards the theatre. The number one objective was to unite the theatre crew. For a variety of objective and subjective reasons there was a rift between them. For me personally it proved difficult to work without an art director and a stage director. No one was interested in undertaking these jobs because of the poor working conditions in the theatre – the low level of financing at that time, as well as poor technical, material or human resources. Therefore, we opted to adopt a principle of inviting theatre directors to work with us. Several performances were staged and Poti audiences started attending them. Thereafter we went outside Poti, performing in other cities of Georgia. In parallel with our tours, we took part in various festivals, and invited Georgian and foreign stage directors. Within several years the Poti theatre had made advances.

Alongside all of this, the construction of a new building was underway, which faced some impediments because of problems with funding. We struggled much and worked hard to get a real result. I want to extend special thanks to every person who contributed to the construction of such a big building.

- To what extent did you succeed in retaining the crew?

ფოთის თეატრი რეკონსტრუქციის დროს ფოტო: Tamar Okhikiani
My first promise was that I would retain the theatre crew – it is the core of the theatre, every employee is needed – and that we would all enter the new building together. I have delivered on my promise. We even employed new actors without dismissing old ones.

We established friendly contract with neighboring theatres. For example, during our tour to the Batumi theatre we found out that it was the first time that the Poti theatre had ever performed in Batumi since the inception of these two theatres. That nudged us towards establishing the Network of Regional Theatres of Georgia in 2008, and I was elected its chairman. The Poti theatre was among the first to join the European network of theatres. We host our European colleagues and their performances in Poti as well as in other regions of Georgia. For example, there were tours held by Lithuanians, Norwegians, Poles, and Iranians in Tbilisi, Batumi, Poti, Senaki, Chiatura, Zugdidi, et cetera.

 What impeded the construction of the new theatre building?

There was a problem with accumulating the necessary funds. The war in [August] 2008 [between Russia and Georgia] was also a serious impediment. There was a period when the construction stopped altogether and we had to start thinking about how to attract attention. We decided to stage events in an unfinished building and thus remind people from both local and central government that the construction needed to be completed. One of the first of such performances was by the famous Georgian ballet dancer Nino Ananinashvili, a brilliant person and my beloved friend, who performed with other ballet dancers in Poti. Then, a folk dance ensemble Erisioni also showed its support. I want to thank these two creative groups as well as every other person who supported us. The new building will first and foremost play host to them. We intend to establish a festival of Georgian theatres. This project is currently being elaborated and we hope it will obtain financing.

 With the enactment of the Law on Professional Theatres the institution of theatre managers has been abolished and the function of art directors has been enhanced. What falls under your responsibility as the director?

ფოთის თეატრი რეკონსტრუქციის დროს ფოტო: თამარ ოხიკიანი
If there was anyone in the world who wanted an art director, it was I. For a long time no one expressed any such desire because we worked in a small building and in such poor conditions. Many abstained from taking up this job. According to the law, today it is the art director who is responsible for the creative process, repertoire, et cetera. Davit Mgebrishvili cooperated with the Poti theatre for many years; consequently he knows the theatre well and it is easy to work with him. I want to thank each and every employee for those nine years we spent together. The new building requires new effort and huge enthusiasm. We are facing new challenges and I do hope that the Poti theatre will prove to be one of the most distinguished theatres in Georgia.

 What can you say about theimportance of the theatre in the region?

Davit Mgebrishvili: Of late, one often hears questions as to whether there is a need for so many theatres. I think that the existence of a theatre in the region is of utmost importance. Theatre helps people grow, develop analytical thinking, good taste, so on and so forth. Therefore, I cannot agree with the opinion that budget money should not be spent on theatres.

I am lucky that I have been appointed the art director of a theatre that will continue its activity in a new building. This is a huge step forward, especially in Georgia, which, I think, is not a country of theatre goers. You may be surprised, but it is a fact that in a country where so many famous theatre directors worked and work, the culture of visiting theatres is poor. Audiences are often unprepared and even lack education.

Do you blame television for that?

სცენა დავით მღებრიშვილის სპექტაკლიდან „იაპონური ზღაპარი” ფოტო: თამარ ოხიკიანი
There are people who have everything: a TV, computer, iPad, et cetera, but who still read books. In Georgia, education is no longer consistent, academic... New universities are being opened, but superficiality and dilettantism prevail. The same holds true for theatre! The theatre experiences a shortage of qualified cadres. If one thinks that being artist or director is not a profession, then they are very much mistaken. It is a profession. An actor must be an actor, a stage director – a stage director, painter - a painter and so on. We have this problem in the Poti theatre and are trying to combat it. We conduct daily exercises for actors. When an actor steps onto stage and clashes against a decoration this is a result of that actor not working on his/her development.

If this is the situation, how are you going to tackle Hamlet, which you plan to perform on the day of opening the building?

Staging Hamlet might be premature, but this is the choice of dramaturgy, the path which we want to walk along. We already staged The Cherry Orchard by Anton Chekhov, which we performed in the Mikheil Tumanishvili Film Actors' Studio Theatre in Tbilisi. Let me say that that performance itself showed many actors – who might have been aware of it theoretically, but had never experienced it for themselves – what working on a good piece of dramaturgy means. After that, we worked on A Japanese Fairytale, the script of which I wrote together with the actors. By doing so, I wanted the participants in that play to go through the process of constructing a scene, to experience the structure of dramaturgy. I am trying to speak to the actors by applying that same language and method that my teacher [famous Georgian theatre director] Mikheil Tumanishvili applied. I was also lucky to work on two plays with [famous Georgian theatre director] Robert Sturua and got familiar with his methodology. Both of these stage directors significantly influenced me. Actors must be proficient in their profession. If they are not, they must learn it.

There are currently 21 actors in the crew. Upon being appointed the art director, I staged two plays and intentionally engaged all capable actors in them. Now I know who is worth what and how proficient each of them is in the profession. We admitted several student actors from the Batumi crew too. Once they graduate from university, they will become full time members of the crew. It is important that the Poti Mayor's Office finances a group in the Batumi university, where 10 students are being taught the art of an artist over four years. Graduates of this course will continue to work in the Poti theatre.

The new building is much larger than the space in which the Poti theatre had to work in for many years. Will it be easy to adapt to it?

Adaptation will happen naturally. The space will prompt everyone how to act. Once we enter it, it will be clear who suits the new space and new requirements. The completion of the construction of a new building is an unbelievable gift, not only for me or Tengiz Khukhia, but for all employees of the theatre. We are looking forward to its opening. We know that we will have problems, but I know in advance that the main problem will still be associated with the shortage of qualified cadres. We must tackle that and create a production that will be oriented on quality.

Despite the above said, I must say that the Poti theatre, owing to the efforts of its former manager, went through a process which other theatres of the region have yet to go through. There was no suspension of the creative process in the Poti theatre, whereas, for example, the Telavi theatre was closed for years. It is often very difficult to rectify what has been done incorrectly before you arrived, but I have not come to face any such problems in the Poti theatre. The theatre has always been in good shape and there is a creative momentum which will help us achieve our difficult objectives.

In one of his interviews, the German theatre director Thomas Ostermeier gave a brilliant response to a journalist's question inquiring about his functions as an art director: "my main function is to be the worst theatre director." I absolutely agree with him and will try to invite such theatre directors to Poti, their cooperation will be important for the theatre.

English
theatretheatreთამარ კიკნაველიძე: The Beginning of the Endt.kiknavelidzeMay 2014ArticleCultureDon't displayNowhiteBefore article text

პუბლიკა და კრიტიკა

$
0
0

„მშვენიერებას ვერ ვეზიარებით მხატვრულ ქმნილებათა პასიური აღქმის გზით, არამედ ჩვენი გონის აქტიური თანამონაწილეობით, რომელიც უფლებამოსილია შეისმინოს, ან არ შეისმინოს მშვენიერის მოთხოვნა".
ე. კასირერი

თუ ხელოვნება ხალხისთვის იქმნება: ანუ პოეზია მკითხველისთვის, მხატვრობა დამთვალიერებლისთვის, მუსიკა მსმენელისთვის და ა.შ., მაშინ მისი შემფასებელიც მისივე აუდიტორიაა. როგორც წესი, სცენა და პუბლიკა ერთმანეთის სარკეა. რა ხარისხის მუსიკაც სრულდება სცენაზე, იმ ხარისხისაა პუბლიკაც. მაგალითად, თუ ორკესტრი ცუდად უკრავს და მისი შესრულების ხარისხით პუბლიკა კმაყოფილია, ესე იგი პუბლიკაც ვერ დაიკვეხნის შეფასების მაღალი კულტურით. ან კიდევ, როგორ იქნება პუბლიკა მაღალ დონეზე განვითარებული და, ამავდროულად, ცუდად შესრულებული ნაწარმოებით კმაყოფილი?

ასეთი პუბლიკა, რა თქმა უნდა, ხელოვანს აზარმაცებს, რადგანაც აუდიტორია მისით მუდამ კმაყოფილია. ანდა როგორ უნდა მოითხოვოს პუბლიკამ უკეთესი ხარისხი, თუ ის მუდამ ცუდ შესრულებას არის მიჩვეული და ამ „უკეთესის"არსებობა მხოლოდ გადმოცემით იცის? შესაბამისად, ამ „უკეთესის"არმცოდნე საზოგადოების „მოტყუებაც"და მათთან უხარისხო შესრულების გასაღებაც არ წარმოადგენს სირთულეს.

როგორც წესი, მათი შეფასება მოგონებებს და სენტიმენტებს ეფუძნება. თავისთავად ეს სულაც არ არის ცუდი. მაგრამ გამუდმებით ყველაფრის წარსულთან შედარება ახლის არმიღებას და მის ვერშეფასებას ნიშნავს. შესაბამისად, არსებობს რიგი „ნიჭიერი"ხელოვანებისა, მორგებული ასეთ პუბლიკაზე, რომლისთვისაც ამ სენტიმენტებით თამაში უფრო ადვილია, ვიდრე მაღალი ხარისხის პროდუქტის ხალხისთვის მიწოდება.
ასეთი პუბლიკა ადვილად ექცევა ხალხში დამკვიდრებული და გავრცელებული აზრების გავლენის ქვეშ. მაგალითად, თუ პუბლიკა თვლის რომელიმე მუსიკოსს გენიალურ შემსრულებელად, მაშინ მის ნებისმიერ შესრულებას თვალდახუჭული ენდობა, ან მუსიკოსი თუ უინტერესო და შორს მდგომია მისი იდეალებისგან, მაშინ ის უმალ იქნება პუბლიკის ფავორიტთან შედარებული და დაკნინებული. თანაც, ამ დროს თუ გამოერია ვინმე ისეთი, ვინც საერთო აზრს ეწინააღმდეგება, ის უმალ აღიქმება, როგორც უცოდინარი.

ეს ყველაფერი კი ჩაკეტილ საზოგადოებას წააგავს, სადაც ადამიანებს თავიანთი აზრის დაფიქსირება ერიდებათ, რადგანაც არ იციან, თუ როგორ მიიღებენ მას სხვები. ანუ ადამიანის თავისუფალი აზრის გამოთქმა იზღუდება საზოგადოებაში დამკვიდრებული შეხედულებების მიერ.
მეორე მხრივ კი, ნებისმიერ ადამიანს აქვს უფლება, იაზროვნოს და აღიქვას ხელოვნება ისე, როგორც სურს. აქედან გამომდინარე, ხშირ შემთხვევაში, რთულია ის გადაარწმუნო და შეფასების სხვა კრიტერიუმებიდან დაანახო ესა თუ ის მოვლენა.
მაგრამ რამდენად სწორი იქნება პუბლიკის მიერ შეფასებული ხელოვნება და მისი კრიტიკა?

ალბათ დამეთანხმებით, რომ რაც უნდა კარგად ვერკვეოდეთ ხელოვნების ამა თუ იმ დარგში, ჩვენი შეფასების რაღაც ნაწილი მაინც სუბიექტური და მიკერძოებული იქნება. ეს განპირობებულია ჩვენი განწყობით და გრძნობით, რაც ნაწარმოების, კომპოზიტორის ან შემსრულებლისადმი გაგვაჩნია.

დროთა განმავლობაში, საშემსრულებლო ხელოვნების განვითარებასთან ერთად, შეფასების კრიტერიუმებიც შეიცვალა. მაგრამ არსებობს შესრულების ხარისხის განმსაზღვრელი რამდენიმე კომპონენტი, რომლებიც მეტ-ნაკლებად ობიექტურ შეფასებაში დაეხმარება მსმენელს და კითხვაზე, თუ რატომ მოგვწონს ან არ მოგვწონს, პასუხი ვეღარ იქნება – „რატომ და იმიტომ".

რადგანაც საშემსრულებლო ხელოვნებას და ინსტრუმენტალიზმს ვეხებით, ალბათ, პირველი შეფასების კრიტერიუმი სწორედ ოსტატობა და ინსტრუმენტის ფლობაა. მას შემდეგ, რაც კლასიკური მუსიკის შესრულება, როგორც პროფესია, ისე დამკვიდრდა, ინსტრუმენტის ოსტატური ფლობა დროთა განმავლობაში უფრო და უფრო იხვეწებოდა.

თუ ადრე ლისტის გარდა მის შექმნილ ნაწარმოებებს ტექნიკური სირთულის გამო ვერავინ უკრავდა, დღეს მას უკვე სკოლის მოწაფეები ასრულებენ. თანაც არ დაგვავიწყდეს, რომ მე-19 საუკუნეში ფორტეპიანოს კლავიშები მსუბუქი და ოდნავ ვიწროც კი იყო.

ეს ყველაფერი კი მიგვანიშნებს შესრულების ტექნიკური მხარის უზარმაზარ განვითარებაზე. ინსტრუმენტის ოსტატური ფლობა არ გულისხმობს მხოლოდ სწრაფ და ვირტუოზულ შესრულებას, ის მოიცავს ბგერის კონტროლს, მისი დინამიკის სრულ ფლობას და დისციპლინას.

თანამედროვე მუსიკოსისთვის კი დღეს ნაწარმოების ტექნიკურ სრულყოფამდე მიყვანა არ უნდა წარმოადგენდეს პრობლემას.

ინსტრუმენტალისტის ოსტატობის შემდეგ ძალიან მნიშვნელოვანია ნაწარმოების სტილისტიკის შესწავლა. მოგეხსენებათ, გარდა კომპოზიტორის დამახასიათებელი სტილისა, ყველა პერიოდს კლასიკურ მუსიკაში, თავისი ენა აქვს. ამ ენიდან გამომდინარე კი, კომპოზიტორი ქმნის ნამუშევრებს, ან თვითონვე ცვლის მას. მე-20 საუკუნის მეორე ნახევრიდან სტილისტიკის შესწავლა ევროპული კლასიკური მუსიკის განუყოფელი ნაწილი გახდა.

ხელოვნების ყველა დარგს (მუსიკას, არქიტექტურას, მხატვრობას, მწერლობას და ა.შ.) თავისი დამახასიათებელი ენა აქვს. სწორედ ამ ენების შესწავლა იგულისხმება სტილისტიკის ცოდნაში. ის არა მხოლოდ ნაწარმოების ნოტების სწავლას მოიცავს, არამედ მასთან რაციონალურ მიდგომას და მის ისტორიულ ჭრილში განხილვას.

მაგალითად, არ იქნება მართებული შოსტაკოვიჩის, ვივალდის ან ჩაიკოვსკის ენით მოცარტის შესრულება. ყველა ამ კომპოზიტორს თავისი სტილი და ენა აქვს, რომელთა ერთმანეთში არევით უგემოვნობას ვერ ავცდებით. თანამედროვე განათლება კი იძლევა ამ ყველაფრის შესწავლის შესაძლებლობას და შემსრულებელს აძლევს საშუალებას, რომ მხოლოდ ინტუიციაზე დაყრდნობით არ ასრულებდეს სხვადასხვა კომპოზიტორის ნამუშევრებს.

ინსტრუმენტის ოსტატური ფლობისა და სტილისტიკის ზედმიწევნით შესწავლის შემდეგ, ჯერი შემსრულებლის ნიჭზეა. ალბათ, კრეატიულობა უწყობს ხელს მუსიკოსს, სხვებისგან განსხვავებული გახდეს და საშუალებას აძლევს, კომპოზიტორის სათქმელი თავისი ინტერპრეტაციით გადასცეს მსმენელს.

ცალკე აღებული ნიჭი, ზემოხსენებული ორი კომპონენტის გარეშე, არაფერს წარმოადგენს. მხოლოდ ოსტატობა და ნიჭი, ხშირ შემთხვევაში, ველური ვირტუოზულობით გამოიხატება, სადაც კომპოზიტორის ნამუშევარი სულ უკანა პლანზეა გადაწეული და მუსიკოსი ცდილობს პუბლიკა თავისი ვირტუოზულობით მოხიბლოს. ასევე, მხოლოდ ნაწარმოების სტილისტიკის ცოდნით, ძნელია მსმენელს კოპოზიტორის სათქმელი გადასცე, რადგანაც ოსტატობა და ნიჭი ხელს უწყობს მუსიკოსს მისი ცოდნის გადმოცემაში.

ასე რომ, შეიძლება ითქვას, ეს ის სამი ძირითადი კომპონენტია, რომლებიც შემსრულებლის მაღალ ხარისხს განაპირობებს. აქედან გამომდინარე, ხელოვანისთვის „რაციო"ანუ ტვინი ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც მისი გული და ეგრეთ წოდებული ნიჭიერება ან მუსიკალურობა.

გარდა ზემოხსენებული პრობლემებისა, რომლებიც საქრთველოში არცთუ ისე იშვიათია, ასევე პრობლემას წარმოადგენს პროფესიონალი კრიტიკოსების ნაკლებობა. როგორი განვითარებულიც უნდა იყოს მსმენელი, მუსიკის კრიტიკოსი მაინც საჭიროა.

მუსიკის კრიტიკა არ ნიშნავს მხოლოდ შემსრულებლის დაწუნებას ან შესრულების დროს შეცდომების დათვლას. ის მოიცავს ნაწარმოების, კომპოზიტორის და შემსრულებლის პროფესიულ ანალიზს თუ გარჩევას, რომელიც მუსიკის მოყვარულთათვის არის დაწერილი. ამით კრიტიკოსი დაინტერესებულ მსმენელს ეხმარება მუსიკის კიდევ უფრო უკეთესად შეცნობაში. ხშირად სწორედ ისინი გაუთქვამენ ხოლმე სახელს მუსიკოსს ანდა პირიქით, კრიტიკის ქარცეცხლში მოაყოლებენ მას.

მუსიკის კრიტიკოსსაც ალბათ სამი ძირითადი რამ უნდა ახასიათებდეს. ის, ისევე როგორც შემსრულებელი, უნდა ერკვეოდეს ყველა ზემოთ ჩამოთვლილ კომპონენტში, განსაკუთრებით კი სტილისტიკაში. ასევე უნდა გამოირჩეოდეს სიმამაცით და თავმდაბლობით. სიმამაცე, პუბლიკის გამოღვიძებაში და მოძველებული შეფასების კრიტერიუმების შეცვლაში დაეხმარება. სტილისტიკის ცოდნა – აზრის კარგად დასაბუთებასა და ობიექტურ ანალიზში, თავმდაბლობა კი, თავისი სათქმელის პუბლიკისთვის მოკრძალებულად მიწოდებაში.

მუსიკის არაპროფესიონალი კრიტიკოსის (მაგალითად, კარგი მწერლის ან ხელოვნებათმცოდნის) მიერ დაწერილი შესრულების ან შემსრულებლის ანალიზი, რაც მხოლოდ და მხოლოდ მისასალმებელია, ხშირად მუსიკაზე შეყვარებული ერთ-ერთი მსმენელის შთაბეჭდილებას უფრო წააგავს, ვიდრე ღრმა მუსიკალურ და სტილისტიკურ-ჰარმონიულ ანალიზს.

საბოლოო ჯამში კი, ყველა ამ პრობლემის გადაწყვეტა ახალგაზრდა თაობის სწორი და თანამედროვე განათლებით არის შესაძლებელი. მაღალი დონის მუსიკის სასწავლებელი გამოირჩევა არა მოცარტის დროინდელი სწავლების შენარჩუნებით, არამედ მასზე დაყრდნობით ახლის შექმნით.

Georgian
ხელოვნებამუსიკახელოვნებალევან ცხადაძე: პუბლიკა და კრიტიკაLevan Tskhadadzeივნისი, 2014ArticlePoliticsCultureDon't displayNoBefore article text

Salone del mobile 2014

$
0
0
Georgian

2014 წლის ტენდენციები თანამედროვე ავეჯის და ზოგადად ინტერიერის დიზაინის სფეროში, ყოველ აპრილს, მილანის Salone del Mobile-ს მსოფლიო მნიშვნელობის გამოფენაზე იკვეთება. რიგით 53-ე საერთაშორისო გამოფენა, თავისი მასშტაბით, შეუდარებელი აღმოჩნდა, 30%-ით გაიზარდა უცხოელი მონაწილეების რაოდენობა და ახალბედა დიზაინერების რიცხვმა 650-ს მიაღწია, მიუხედავად ერთ-ერთი მთავარი ტენდენციისა, რომელიც მსოფლიო ეკონომიკურ კრიზისს უკავშირდება. იტალიელებმა პრობლემაც შემოქმედების წყაროდ აქციეს და ახალი ტენდენციების მთავარი აზრი გადაჭარბებული ფუფუნების და უმიზეზოდ გადამეტებული კომპონენტების ნაცვლად, თავდაჭერილი, ლაკონური ფორმებით, ნაკლებად ძვირფასი მასალებით შესრულებული დიზაინი წარმოადგინეს – ყოველგვარი ზედმეტისგან განტვირთვა, ახალი მინიმალიზმი, ფუფუნებაზე უარის თქმა – დიზაინერების საპასუხო რეაქციაა.

კლაუდიო ლუტი

Salone del Mobile გამოყენებით დიზაინს სახვით პროექტებს უკავშირებს, რაც უტილიტარულ ხელობას სცდება და მოდერნული ხელოვნების ნამუშევარია. „სად ცხოვრობენ არქიტექტორები"– ასეთი სახელწოდებით გამოფენის ფარგლებში უზარმაზარი მულტიმედიური ინსტალაცია მოეწყო, რომელიც 8 უაღრესად გამორჩეული არქიტექტორის მოსაზრებებს საცხოვრებელი სივრცის, ასე ვთქვათ, შინაური დიზაინის შესახებ სხვადასხვა ფორმით მიგვითხრობს. ამ საპატიო სიაში ისეთი სახელებია, როგორიცაა შიგერუ ბანი – 2014 წლის პრიტცკერის პრიზის მფლობელი, მარიო ბელინი, დევიდ ჩიპერფილდი, საქართველოსთვის კარგად ნაცნობი დორიანა და მასიმილიანო ფუქსასები, ზაჰა ჰადიდი, მარიო კოგანი, დანიელ ლიბესკინდი და ბიჯოი ჯეინის სტუდია „მუმბაი".

რვა საავტორო ინტერიერი ერთგვარ დიალოგშია ერთმანეთთან და, თავის მხრივ, 8 მეგაპოლისს წარმოადგენს – ტოკიო, მილანი, ბერლინი, პარიზი, ლონდონი, სან პაულო, ნიუ იორკი და ბომბეი. ინსტალაცია საშუალებას გვაძლევს, უკეთ გავიგოთ ის ფორმები და სტილის ნიუანსები, რომლითაც ცნობილი არქიტექტორები ხელმძღვანელობენ ინტერიერის მოწყობის დროს, ეს ყველაფერი კი სხვადასხვა აუდიო-ვიდეო მოთხრობებში ჩანს. მათი სინთეზი მრავალფეროვან პროექციებთან და ესკიზებთან, მნახველს უნიკალურ საშუალებას აძლევს, დაინახოს, თუ როგორ ცხოვრობენ არქიტექტორები, როგორი სახლები აქვთ მათ, როგორები არიან თავიანთ თავთან, რაც მათი შემოქმედების ანარეკლია.

გამოფენას კომპანია Cosmit-ი აწყობს, რომლის პრეზიდენტი კლაუდიო ლუტი ცნობილი კრეატიული ბიზნესმენი და თანამედროვე დიზაინის ბრენდ Kartell-ის მფლობელიც გახლავთ. კლაუდიო ლუტის უკავშირდება უამრავი ინოვაცია თანამედროვე ავეჯის როგორც წარმოების, ასევე მარკეტინგის სფეროში. მას „პლასტიკის ადამიანს"უწოდებენ, სწორედ მისი მენეჯმენტის ქვეშ იქცა Kartell-ი კომპანიად, რომელმაც ნოვატორული მასალების პოპულარიზაცია და მათი აყვანა ლუქს კლასში დახვეწილი დიზაინის ხარჯზე მოახერხა. ფილიპ სტარკის სავარძელი "Louse Ghost", რომელიც პოლიკარბონატისგან დამზადებული პირველი ცალკე მდგომი ნივთი გახლდათ, წარმოებაში სწორედ კლაუდიო ლუტიმ ჩაუშვა და ამით მოდერნული ავეჯის სიმბოლოდ აქცია.

კლაუდიო ლუტის პრესისთვის მოწყობილ „წითელ ლაუნჯში"ცნობილი დიზაინის გარემოცვაში შევხვდით. საუბარი Salone del Mobile-ს სულ უფრო მზარდი წარმატების შესახებ დავიწყეთ:

კლაუდიო ლუტი: „Salone del Mobile-ს კერძო კომპანია Cosmit-ი აწყობს, რომელიც, თავის მხრივ, აერთიანებს ავეჯის მწარმოებელ სხვადასხვა ფირმებს და სწორედ მათი ერთიანობა გვაძლევს ძალას, დღეს მსოფლიოში ყველაზე წარმატებული პლატფორმა ვიყოთ თანამედროვე ავეჯის დიზაინის პრეზენტაციისთვის. კომპანიაში ფულს ჩვენ ვდებთ და ჩვენვე განვკარგავთ მოგებას, რომელიც, როგორც წესი, ისევ გამოფენის მოწყობაში ბრუნდება. რა თქმა უნდა, ქალაქი ძალიან გვეხმარება, არა მარტო გვეხმარება, არამედ ეს უკვე პარტნიორობაა. ეს გამოფენა უნიკალური პროექტია იტალიისთვის, ამის გამოც მილანში ათასობით ავეჯის მწარმოებელი, დიზაინერი, მყიდველი და ჟურნალისტი მთელი მსოფლიოდან ჩამოდის. მათ საშუალება აქვთ გაეცნონ საუკეთესო დიზაინს, მოწინავე მწარმოებლები ნახონ და მრავალი კულტურული მოვლენით დატკბენ. ჯერჯერობით, შედეგით ყველა კმაყოფილია..."

თქვენი კომპანია ერთ-ერთი ლიდერია თანამედროვე საყოფაცხოვრებო დიზაინის სფეროში, ისევე როგორც ზოგადად Salone del Mobile. როგორ ახერხებთ პირველობის შენარჩუნებას?

„არასდროს არ უნდა შეუშალოთ ხელი შემოქმედებაში ადამიანებს, რომლებიც ქმნიან, პირიქით, ჩვენ მხოლოდ ფანტაზიის სტიმულირებას ვუწყობთ ხელს, მთელი ძალისხმევა პროდუქტის შესრულებაზე, მის ხარისხზე გადაგვაქვს, როდესაც იდეა მზადაა. მე მრავალი წლის წინ დავიწყე ფილიპ სტარკთან ერთად პოლიკარბონატისაგან დამზადებულ ავეჯზე მუშაობა, მაშინ მხოლოდ მცირე ზომის ავეჯის ჩამოსხმა იყო შესაძლებელი, დღეს კი ახალი ავეჯის პრეზენტაცია გვაქვს სერიიდან "Uncle Jack", რომელიც გაცილებით დიდი ზომისაა, ვიდრე 12 წლის წინანდელი მაგალითები. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი იტალიელი ხელოსნებია, ჩვენ მასობრივ პროდუქციას გავურბივართ და არტიზანების ხელობას დიდად ვაფასებთ, მილანის ირგვლივ ყველანაირი წარმოებაა, საკმარისი იმისთვის, რომ ავეჯი საუკეთესო ხარისხის გააკეთო, მრავალნაირი ტრადიციული თუ თანამედროვე მასალისგან".

გამოფენაზე წარმოდგენილი ავეჯი ხშირად ხდება ფეტიშის საგანი, რაც ამა თუ იმ ნივთის უნებართვო ასლების გაჩენას სტიმულს აძლევს და ხშირად უხარისხო წაბაძვა ნივთს აუფასურებს. როგორ ებრძვით უკანონო ასლებს?

„იცით, მე იმ კომპანიის მფლობელი ვარ, რომლის პროდუქციაც ლუი ვიტონის ჩანთების შემდგომ ყველაზე მეტად არის „მოპარული", მაგრამ ამ წლების განმავლობაში ერთ რამეს მივხვდი – წარმატების პირველი ტალღა ყოველთვის ჩვენია და თუ ღირსეული ადამიანი ხარ, არასოდეს შეიძენ მოპარულ ნივთს. ასე რომ, პირიქით, ჩვენ მიერ შექმნილი სილამაზე გვინდა ყველამ ნახოს და რაც შეიძლება მალე შეიყვაროს".

გამოფენაავეჯიინტერიერიწარმატების პირველი ტალღა გამოფენასიმონ მაჩაბელი: Salone del mobile 2014Siomივნისი, 2014ArticleCultureDon't displayNowhite bottom shadeBefore article text

Marvel vs. DC - პური და სანახაობა

$
0
0

მაშინ, როდესაც ჩვენი ბავშვობის მთავარი დილემა იყო „სტალონე მოერევა თუ შვარცნეგერი", ათასობით კილომეტრის დაშორებით, იქ, სადაც ჩვენთვის საყვარელ „ბოევიკებს"იღებდნენ, ჩვენი თანატოლები სულ სხვა საკითხის გარშემო იყვნენ ორ ბანაკად დაყოფილები. ვინ უშვებს უკეთეს კომიქსებს, Marvel-ი თუ DC?

ვიდეოთამაშების შემდეგ კომიქსები ყველაზე ახალგაზრდა ხელოვნების ფორმად შეიძლება ჩაითვალოს, მისი არსებობა საუკუნესაც არ ითვლის. ეს, რა თქმა უნდა, მის თანამედროვე ფორმას ეხება, თორემ ზოგიერთი ენთუზიასტი ქვის ხანის დროს გამოქვაბულებში პირველი ადამიანების მიერ დახატულ სურათებსაც კომიქსებად მიიჩნევს.

კომიქსების ინდუსტრია ერთი შეხედვით უაღრესად პოლარიზებულია. დამკვირვებელმა შეიძლება იფიქროს, რომ ამერიკული პოლიტიკური სისტემის მსგავსად, აქ მხოლოდ ორი მხარეა (თუმცა ეს სიმართლეს არ შეესაბამება – როგორც ამერიკულ პოლიტიკაში არსებობენ დამოუკიდებელი მოთამაშეები, ასევეა კომიქსებშიც. მათ შორის ჩემს განსაკუთრებულ სიმპათიას Dark Horse იმსახურებს, რომლის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ და ასაკოვან კომიქსს Hellboy-ს რამდენიმე კვირის წინ ოცი წელი შეუსრულდა). შესაძლოა ცოტა უცნაურად მოგეჩვენოთ კომიქსებსა და პოლიტიკურ სისტემას შორის პარალელების გავლება, მაგრამ კომიქსები ისეთივე ამერიკული მოვლენაა, როგორც რესპუბლიკელებს და დემოკრატებს შორის მუდმივი კინკლაობა, ან ვარსკვლავ-ზოლებიანი, მოფრიალე დროშის ფონზე დგომა და სამშობლოს სიყვარულით გამოწვეული ცრემლების ღვრა.

2013 წლის მონაცემებით, კომიქსების ამერიკულ ბაზარზე Marvel-იც (33%) და DC-ც (30%) თითქმის ერთნაირ წილებს ფლობენ (იმის სანახავად, თუ რამდენად სრულია მათი დომინაცია, შეგვიძლია მაგალითად მესამე ყველაზე დიდი წილის მქონე გამომცემელი მოვიყვანოთ, ეს Image Comics-ია, რომელსაც ბაზრის სულ რაღაც 8% უკავია), რაც იმის გათვალისწინებით, თუ რა ხდება დიდ ეკრანებზე, შეიძლება ბევრისთვის უცნაური აღმოჩნდეს. თუმცა ამ ორ კომპანიას შორის არსებული დაპირისპირება, უფრო სწორად კი თანაარსებობა, გაცილებით დიდხანს გრძელდება, ვიდრე ბოლო ათწლეულის განმავლობაში დაწყებული კომიქსების ადაპტაციების ბუმი. შესაბამისად, მათი ფანების ბაზაზე ეს მოვლენა რადიკალურად არ მოქმედებს, ფილმის მაყურებელს კი ხშირ შემთხვევაში საერთოდაც არ აინტერესებს თავდაპირველი წყარო.

თუ გადავხედავთ კომიქსების ისტორიის ათწლეულებს, თავისუფლად შეგვიძლია გამოვყოთ მისი საკვანძო მომენტები. ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი კომიქსების ისტორიაში პირველი სუპერგმირის შექმნა და ოქროს ხანის დასაწყისია. ეს მიღწევა DC-ის ეკუთვნის. საუბარი, რა თქმა უნდა, სუპერმენზეა, რომელიც ამერიკის იდეალების კვინტესენციას წარმოადგენს და მიუხედავად ყველაფრისა, მსოფლიოში ყველაზე ცნობადი სუპერგმირია. მისი საკულტო სტატუსი იმდენად ხელშეუხებელი აღმოჩნდა, რომ სხვა სუპერგმირების უზარმაზარი პოპულარობისა და წარმატებული ეკრანიზაციების (საუბარი სამართლიანობის და ღამურის კოსტიუმში გამოწყობის მოყვარულზეა) მიუხედავად, მისი პირველი ადგილიდან ჩამოგდება დღემდე ვერ მოხერხდა. მის მკერდზე გამოსახული S-ი (რომელიც ახალი ინტერპრეტაციის მიხედვით „იმედს"ნიშნავს) იმ ხალხისთვისაც კი ნაცნობი სიმბოლოა, რომლებმაც კომიქსების არსებობის შესახებ არ იციან და მის დანახვაზე პირველი ასოციაცია ამერიკასთან უჩნდებათ.

რამდენადაც მნიშვნელოვანი იყო DC სუპერგმირების არქეტიპების შექმნაში და მათ კულტურულ მეინსტრიმში დამკვიდრებაში, იმდენადვე დიდი წვლილი ითამაშა Marvel-მა კომიქსების ინდუსტრიის ხელახლა გამოგონებაში. კომიქსების თავდაპირველ სამიზნე აუდიტორიას ბავშვები წარმოადგენდნენ, მკითხველთა უმეტესობა 12 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში შედიოდა. Marvel-ი იყო პირველი, რომელმაც გადაწყვიტა პროდუქტი უფრო „ზრდასრული"მკითხველისთვის მიეწოდებინა. ასე დაიწყო კომიქსების ექსპანსია თინეიჯერების ასაკობრივ კატეგორიაში. Marvel-ის ახალ კომიქსებში არავინ იყო იდეალური, აქცენტი კეთდებოდა (შედარებით) დახვეწილ ისტორიებზე და სუპერგმირების ადამიანურ მხარეზე, მათ სისუსტეებზე. ეს უკანასკნელი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგანაც DC-ის კომიქსებსა და Marvel-ს შორის არსებულ ერთ-ერთ მთავარ სხვაობას წარმოადგენს. მაშინ, როდესაც DC-ის საკულტო პერსონაჟები თანამედროვე ღმერთების პანთეონს წარმოადგენენ (Superman, Wonder Woman, Green Lantern, ბეტმენსაც კი ბევრი არაფერი დარჩენია ადამიანის სისუსტეებისგან), Marvel-ის ყველა პერსონაჟი უფრო ახლოს არის ადამიანურ ბუნებასთან: ტონი სტარკი ალკოჰოლიკია, პიტერ პარკერი ნერდია, იქს ადამიანები გარიყულ უმცირესობას წარმოადგენენ და ა.შ.

კომიქსების ვერცხლის ხანაში Marvel-მა თავისი ინოვაციური მიდგომით და ახალი მწერლების საშუალებით (რომელთა შორის ყველაზე ცნობილი სტენ ლი და ჯეკ კირბია) შეძლო კომიქსების ბაზარზე საკუთარი თავის დამკვიდრება და აქამდე არსებული DC-ის უპირობო დომინაციის ერის დასრულება. ეს მეოცე საუკუნის 50-იან წლებში მოხდა, მას შემდეგ ეს ორი კომპანია მსოფლიოსთვის კომიქსების ინდუსტრიის სახეს წარმოადგენს.

რა თქმა უნდა, Marvel-ის ახალ (თინეიჯერების) ბაზარზე გასვლას DC უპასუხოდ ვერ დატოვებდა, ამიტომაც მალევე თავად დაიწყო უფრო ზრდასრული მკითხველისთვის კონტენტის შექმნა. თავის კომიქსებში ახალი სისხლის შესატანად DC-მ აქტიურად დაიწყო Marvel-ში მომუშავე მწერლების გადმობირება. მისი ყველაზე მნიშვნელოვანი „შენაძენი"ჯეკ კირბი იყო. მისი Marvel-იდან წასვლა კომიქსების ინდუსტრიაში ყველაზე პროდუქტიული და კრეატიული დუეტის (კირბის და სტენ ლის) დასასრული იყო.

70-იანი წლებისთვის კომიქსებმა ამერიკულ კულტურულ ცხოვრებაში იმდენად მნიშვნელოვანი როლის შესრულება მოახერხეს, რომ იმ დროისთვის არსებულ სოციალურ თემებზე კომენტარის გაკეთებასაც არ ერიდებოდნენ. პირიქით, ერთ-ერთი მსგავსი შემთხვევის დროს ამერიკის მთავრობამ თავად მიმართა DC-ს, რათა თავის კომიქსებში ახალგაზრდებში ნარკოტიკების გავრცელების საშიშროებისთვის გაემახვილებინათ ყურადღება, შედეგად მივიღეთ Green Lantern-ის და Green Arrow-ს ქროსოუვერი სახელად Snowbirds don't fly, რომელშიც მთავარი გმირები ერთი-ერთი ახალგაზრდა საიდქიქის ნარკოდამოკიდებულების შესახებ შეიტყობენ (რამხელა მნიშვნელობა ჰქონდა იმ ფაქტს, რომ ორივე სუპერგმირის კოსტიუმების ფერი მწვანეა, ვერ გეტყვით).

დღესდღეობით, ზრდასრული აუდიტორიისთვის კონტენტის შექმნის მხრივ, DC არათუ უტოლდება Marvel-ს, არამედ მასზე ბევრად წინ არის. ორივე კომპანიის პროდუქტების დიდი ნაწილის ფოკუსი სანახაობრიობაზე და ექშენზე კეთდება, ხოლო რომელი ართმევს ამ საქმეს თავს უკეთესად, სადავო საკითხია. ცნობადი პერსონაჟების მრავალფეროვნების გამო მე Marvel-ს უფრო ვემხრობი, მაგრამ როდესაც საქმე დახვეწილ ისტორიებს და ზრდასრულ აუდიტორიაზე გათვლილ კონტენტს ეხება, DC თავის კონკურენტს ნამდვილად უსწრებს.

საკულტო პერსონაჟებს შორის ეს პირველ რიგში ბეტმენის ისტორიებს ეხება, ფრენკ მილერის Dark Knight Returns და Batman: Year One და ალან მურის Killing Joke არა მხოლოდ პერსონაჟის ჩამოყალიბებასა და განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის არის გამოსარჩევი, არამედ მისი შავი ტონისთვის და არასაბავშვო კონტენტისთვის. საერთოდაც, ამ მხრივ ბეტმენი ყველაზე განებივრებული პერსონაჟია, მისი ისტორიები შეიძლება თავისუფლად ჯდებოდეს კომიქსების მეინსტრიმში მიღებულ სტანდარტებში და, ამავე დროს, რაღაც ახალსა და ინოვაციურს გვთავაზობდეს. თუმცა ეს საკმარისი არ არის Marvel-ის ერთი ხელის მოსმით ჩამოშორებისთვის.

DC-ის საიდუმლო იარაღი მისი შვილობილი კომპანია Vertigo-ა, რომელიც საავტორო კომიქსებზე აკეთებს აქცენტს და რომლის ლოგოს ქვეშ შექმნილი კომიქსები ერთ-ერთი მთავარი მიზეზია, რატომაც დავიწყე კომიქსების კითხვა, რატომაც მივიჩნევ მას ხელოვნების ფორმად და ვუყურებ ალმაცერად ყველას, ვინც კომიქსებს მხოლოდ ბავშვების გასართობად თვლის. Vertigo-ს ყველაზე პოპულარული კომიქსებიდან წმინდა სამეულს გამოვყოფდი, ეს არის ნილ გეიმანის Sandman, ალან მურის Swamp Thing და ჯეიმი დელანოს Hellblazer (თუმცა ამ უკანასკნელის მთავარი პერსონაჟი, კონსტანტინი, ალან მურის შექმნილია და პირველად მეორეხარისხოვან როლში Swamp Thing-ის კომიქსებში გამოჩნდა). გეიმანს და მურს თავისი განსაკუთრებული წვლილი მიუძღვით კომიქსების/გრაფიკული ნოველების კლიშეების დამსხვრევაში და მათი ზრდასრული აუდიტორიისთვის ხელმისაწვდომად გახდომაში. არ არსებობს მიზეზი, რის გამოც ლიტერატურის ნებისმიერმა მოყვარულმა არ უნდა წაიკითხოს ისეთი გრაფიკული ნოველები, როგორიცაა Watchmen, V for Vendetta და The League of Extraordinary Gentlemen.

საბოლოო ჯამში, ამ დაპირისპირებაში გამარჯვებულის გამოვლენა შეუძლებელია, ორივე სამყარო იმდენად დიდია და პერსონაჟების და ისტორიების იმხელა მრავალფეროვნებას სთავაზობს მკითხველს, რომ ყველას შეეძლება საკუთარი „კუთხის"გამონახვა. თავად კომპანიის მფლობელებიც კი ერთმანეთს უფრო როგორც კოლეგებს უყურებენ, ვიდრე კონკურენტებს, ამიტომაც Marvel-სა და DC-ს შორის არსებული „დაპირისპირება"მხოლოდ და მხოლოდ ფანბოიზმის მავნე გამოვლინებად შეგვიძლია მივიჩნიოთ.

 

Georgian
კომიქსებიMarvelDcკომიქსებიდავით ფორვე ლომია: Marvel vs. DC - პური და სანახაობაDavid Forve Lomiaივნისი, 2014ArticleCultureDon't displayNoBefore article text

ფრენჩაიზების ომი

$
0
0

Warner Bros.-ი ჰოლივუდში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი კინოკომპანიაა. მეტიც, XXI საუკუნეში კინობიზნესიდან მასზე მეტი შემოსავალი არავის მიუღია. პრობლემა მხოლოდ ისაა, რომ უორნერს სულ უფრო მეტი ფულის დახარჯვა უწევს, რათა ლიდერის პოზიცია შეინარჩუნოს. მაგალითად, 2013 წელს WB-მა 34 ფილმი გამოუშვა, მაშინ როცა დიდი ექვსეულიდან (WB, Sony/Columbia, Buena Vista (დისნეი), Universal, Paramount, 20th century fox) 20 ფილმი ან მეტი მხოლოდ Sony-მ (20) გადაიღო. Warner Bros.-ის ბოსებს ახალი ფრენჩაიზები სჭირდებათ და ამისთვის საქმეში მძიმე არტილერია, ბეტმენი და სუპერმენი ჩართეს.

ყველაფერი 2008 წელს „რკინის კაცის"გამოსვლით დაიწყო. მაშინ ძნელად წარმოსადგენი იყო, რომ კომიქსების მწარმოებელი გიგანტი Marvel-ი თავისი კინოსამყაროს შექმნას იწყებდა. ტონი სტარკის ისტორია მორიგი ზაფხულის ბლოკბასტერი უნდა ყოფილიყო, რომელსაც ყველაზე კარგ შემთხვევაში, რამდენიმე სიქველი მოჰყვებოდა. Marvel-ის გეგმები ბევრად მასშტაბური და რევოლუციური აღმოჩნდა. 2009 წელს კომიქსების გიგანტი Walt Disney-მ შეიძინა და Marvel-მაც მშვიდი ნაბიჯებით დაიწყო გეგმის განხორციელება.

რკინის კაცს ჰალკი მოჰყვა, შემდეგ თორზე გამოვიდა ფილმი, კაპიტან ამერიკასაც ეღირსა საკუთარი ეკრანიზაცია. ყველა ეს ფილმი ერთი დიდი, ახალი სამყაროს პატარა ნაწილი იყო. ყველა პროექტი ერთმანეთს უკავშირდებოდა და ყოველ მომდევნო ნამუშევარზე მინიშნებას ტოვებდა. ყველაფერი კი გრანდიოზულად, „შურისმაძიებლების"გამოსვლით დაგვირგვინდა. ჯოშ უიდონის ფილმში ზემოჩამოთვლილი სუპერგმირები გაერთიანდნენ და შემქმნელებმა ფენომენალური შედეგი მიიღეს – სუპერგმირების გუნდმა დისნეის 1,5 მილიარდ დოლარზე მეტი შემოსავალი მოუტანა, „შურისმაძიებლები"ყველა დროის ყველაზე შემოსავლიან ნამუშევრებში მხოლოდ „ავატარსა"და „ტიტანიკს"ჩამორჩება. პროექტის წარმატება Marvel-ის ბოსებს თავში არ ავარდნიათ, კვლავ დინჯად განაგრძეს წინსვლა და სამყაროს გაფართოება. ყველა დიდ სუპერგმირზე გაგრძელებები გადაიღეს, რითიც გეგმის მეორე ფაზა დაიწყეს. ეს ეტაპი მომავალ წელს, „შურისმაძიებლები 2"-ის გამოსვლით დასრულდება. რაც მნიშვნელოვანია, Marvel-ი სხვა პერსონაჟებსაც არ ივიწყებს და თავის სამყაროში ახალი გმირები შემოჰყავს. წელს კინოეკრანებზე „გალაქტიკის გუშაგები"გამოვა, მომავალ წელს – „ადამიანი ჭიანჭველა".

Marvel-ის წარმატების ისტორიამ სხვა კინოკომპანიებიც გამოაცოცხლა. ამას ორი უმნიშვნელოვანესი მიზეზი ჰქონდა. პირველი ის, რომ Marvel-ის იმ კომიქსის გმირებზე უფლებების შესანარჩუნებლად, რომელიც სხვებს ეკუთვნის, კინოკომპანიები ვალდებულები არიან 5 წელში ერთხელ ფილმი გადაიღონ. წინააღმდეგ შემთხვევაში, უფლებებს დაკარგავენ და ის გმირებიც დისნეის საკუთრება გახდება. ასეთი სუპერგმირები კი საკმაოდ ბევრია – ფანტასტიკური ოთხეული, იქს ადამიანები, სპაიდერმენი. მეორე ბიძგი გახდა Marvel-ის მაგალითი, რომ საკუთარი კინოსამყაროს შექმნა ათობით ახალ პროექტს ნიშნავს, რაც კინოთეატრის მაყურებლის რაოდენობას პროექტიდან პროექტამდე ზრდის. 20th century fox-მა იქს ადამიანების კინოსამყაროს გაფართოება დაიწყო. ძველი მუტანტები და ახლები ერთმანეთს დაუკავშირა, სულ მალე კი, Wolverine-ის მსგავსად, რამდენიმე მათგანზე ცალკე ფილმის გადაღებას აპირებს.
ფოქსი არ აპირებს მუტანტები ხელიდან გაუშვას და მაქსიმალურად შეეცდება მათ გამოწურვას, ჯერჯერობით იქს ადამიანები ამართლებენ და კომერციულად მოგებიანები არიან. 20th century fox-ის მეორე კოზირი „ფანტასტიკური ოთხეულია". კინოკომპანიამ პროექტის რიბუთი გააკეთა და ყველაფერს ნულიდან იწყებს. ის ნამუშევრები, სადაც ჯესიკა ალბა და კრის ევანსი თამაშობდნენ, შეგიძლიათ დაივიწყოთ. ახალი ფანტასტიკური ოთხეული, ახალი ისტორია იქნება. განახლებული სამსახიობო ანსამბლითა და რეჟისორით.

Sony/Columbia-ს იმედი ადამიანი ობობაა. სემ რეიმის სპაიდერმენის ხანა დასრულდა. ჯოშ უების მიერ გადაღებულმა პიტერ პარკერის ისტორიებმა არაერთგვაროვანი შეფასებები დაიმსახურა. თუმცა Sony-ც არ აპირებს გულხელდაკრეფილ ჯდომას და ისიც საკუთარი სამყაროს შექმნას იწყებს. ამისთვის სპაიდერმენის მტრების მრავალრიცხოვანი არმიის გამოყენებას აპირებენ და მათზე ცალკე ფილმების გაკეთება სურთ. Sony/Columbia ცდილობს Marvel-ს მიბაძოს, მაგრამ სიჩქარეში უკვე დაუშვა რამდენიმე შეცდომა. Marvel-ი, სამყაროს შექმნასთან ერთად, კონკრეტული ნამუშევრების მნიშვნელობასაც არ ივიწყებდა და მისი თითოეული ნამუშევარი მეტ-ნაკლებად გამართული და საინტერესოა. „გასაოცარი ადამიანი ობობა 2"კი ერთ დიდ ტრეილერს ჰგავდა, რომელიც მაყურებელს სპაიდერმენის მორიგი ისტორიისთვის ამზადებს. ეს მორიგი ამბავი „Sinister Six"იქნება. ფილმი, სადაც პიტერ პარკერს ბოროტმოქმედების დიდ ექვსეულთან შებრძოლება მოუწევს.

Warner Bros.-ი „Marvel-ის ტრენდს"მოუმზადებელი შეხვდა. კინოკომპანიას დიდი პროექტების პრობლემა არ ჰქონია – „ჰარი პოტერისგან"უდიდესი მოგება მიიღო, ნოლანის ბეტმენის ფილმებიც წარმატებული ბლოკბასტერები გამოდგა, ჰობიტის ტრილოგია წელს დასრულდება და ბოლო ფილმი შემქმნელებს სულ ცოტა 800 მილიონს მაინც მოუტანს. WB-ის პრობლემა ისაა, რომ ეს ფრენჩაიზები დასრულდა. სუპერგმირების ერა დადგა. უორნერი DC-ის კომიქსის გმირებზე ფლობს უფლებებს, რაც მას საშუალებას აძლევს Marvel-ის წარმატება გაიმეოროს, ანალოგიური სუპერგმირების სამყარო შექმნას. Warner Bros.-ი სწორედ ამას აპირებს და ამ იდეის განსახორციელებლად დევიდ გოიერს უხმო.

გოიერი ნოლანის ბეტმენების სცენარის ავტორია და ერთ-ერთი საუკეთესო სცენარისტია, რომელიც სუპერგმირების თემაზე მუშაობს. მისი დავალება ერთი შეხედვით მარტივია. მან ჯერ სუპერმენ/ბეტმენის ერთობლივ ფილმზე კარგი სცენარი უნდა დაწეროს, შემდეგ კი „შურისმაძიებლების" DC-ისეული ანალოგი „სამართლიანობის ლიგა"უნდა გააკეთოს. Marvel-ისგან განსხვავებით, Warner Bros.-ი ჩქარობს და ამ სიჩქარეში შეიძლება ხარისხიანი პროდუქტის გამოშვება გაუჭირდეს. რკინის კაცი, ჰალკი და სამეგობრო თუ წლების განმავლობაში ნელ-ნელა ერთიანდებოდნენ ერთი ფილმისთვის, ბეტმენ/სუპერმენის საერთო ფილმში ერთბაშად ჩნდება რამდენიმე ახალი პერსონაჟი – ვანდერ ვუმენი და კიბორგი „სამართლიანობის ლიგის"წევრები არიან, მაგრამ მათ შესახებ მაყურებელმა ბევრი არაფერი იცის. ფილმში ბევრი ახალი გმირი კი დიდი რისკია, რომელიმე არ დაიკარგოს, მისი ხაზი ნაკლებად საინტერესო აღმოჩნდეს.

Warner Bros.-ი აპირებს, „სამართლიანობის ლიგის"გამოსვლამდე კიდევ ერთი წევრი, ფლეში გააცნოს ხალხს. ფლეში დიდ ეკრანზე (ჯერჯერობით) არ გამოჩნდება, ის მაყურებლის გულის მოგებას საკუთარი სერიალით შეეცდება. WB-ს იმედი აქვს, რომ Marvel-ის წარმატებას გაიმეორებს. ამის პოტენციალი კი მის გმირებს ნამდვილად აქვთ. თუმცა არც დისნეი და Marvel-ი აპირებენ გაჩერებას. სატელევიზიო სივრცის ათვისება მათაც დაიწყეს და მომავალ წელს Netflix-ის ეკრანებზე დეარდევილი, ლუკ ქეიჯი, აირონ ფისთი და ჯესიკა ჯოუნსი გამოჩნდებიან. მათი ისტორიები კი, შემდეგ ერთ სერიალში (შეიძლება მომავალში ფილმშიც) „დამცველები"გაერთიანდება.

დამცველები, შურისმაძიებლები, გალაქტიკის გუშაგები – ამ ყველაფრის გაერთიანებით Marvel-ი ფაქტობრივად ბლოკბასტერებში ცალკე რეალობას ქმნის, სადაც მას კონკურენციას ვერავინ გაუწევს. დღეს Marvel-ი მთელ ინდუსტრიას მოდას კარნახობს და ჯერჯერობით ეს კარგად გამოსდის. დისნეიც კმაყოფილია, Marvel-ს სრული დამოუკიდებლობა მისცა და მხოლოდ შედეგს იბარებს. მიკი მაუსის შემქმნელებს სუპერგმირებისთვის არ სცალიათ. ისინი ჯორჯ ლუკასის ქმნილების, „ვარსკვლავური ომების"ახალ ეპიზოდებს ამზადებენ და Marvel-ის გზის გავლას გეგმავენ. სულ მალე „სტარ ვორსის"სხვადასხვა პერსონაჟებზე ცალკე ფილმებს იხილავთ.

Georgian
კინოკინოNika Esebuaივნისი, 2014News ItemCultureDon't displayNowhite bottom shadeBefore article text

მუსიკა საქართველოსა და დასავლეთ ევროპაში

$
0
0

ალბათ არცთუ ისე ხშირად დაგვისვამს კითხვა: იყო თუ არა საქართველოში ეგრეთ წოდებული პროფესიული მუსიკის განვითარება შესაძლებელი, ანუ საეკლესიო ან სეკულარულ მუსიკაზე დაყრდნობით ახლის შექმნა და მისი განვითარება, როგორც ეს შუა საუკუნეების ევროპაში მოხდა?

კლასიკური მუსიკა საქართველოში

დღეს „პროფესიულ მუსიკას"უწოდებენ კლასიკურ მუსიკას, რომელმაც საქართველოში მხოლოდ მე-19 საუკუნის ბოლოს შემოაღწია, მაგრამ ოპერის დიდი მოყვარულები ძალიან სწრაფად გავხდით. როგორც ამბობენ, ვერდის მომავალი მეუღლის ჯუზეპინა სტრეპონისთვისაც კი უმასპინძლია თბილისის ოპერას.

სამწუხაროდ, ეს სულაც არ ნიშნავდა იმას, რომ კლასიკური მუსიკის სწავლება საქართველოში იმ დროს განვითარების მაღალ დონეზე იყო. 1870-იანი წლებიდან საფუძველი ჩაეყარა პირველ მუსიკალურ სკოლას (რომელიც 40 წლის მერე კონსერვატორიად გადაკეთდა), ცოტა მოგვიანებით კი ქართულმა საკომპოზიტორო სკოლამაც დაიწყო განვითარება.

ფილიმონ ქორიძე

პირველი ქართველი მუსიკოსი, ვინც ქართული მრავალხმიანობა ნოტებზე გადაიტანა, ცნობილი საოპერო მომღერალი ფილიმონ ქორიძე იყო. მან თავისი საოპერო კარიერა მილანის ლა სკალაში მიატოვა და 1881 წელს საქართველოში დაბრუნდა, რის შემდეგაც მრავალხმიანი ქართული სიმღერების ნოტებზე გადატანა დაიწყო. რა თქმა უნდა, ეს იმ დროს გმირობის ტოლფასი იყო, რადგანაც ორ ერთმანეთისგან საკმაოდ დაშორებულ ქვეყანაში ერთდროულად ცხოვრება, მაშინ ნამდვილად წარმოუდგენელი იყო.

გარდა ამ დადებითი მოვლენებისა, თავისთავად ძალიან სამწუხარო ფაქტია, რომ ამდენი საუკუნის განმავლობაში ვერავინ შეძლო ქართული სიმღერის ფურცელზე გადატანა. შეიძლება მისი ხიბლი სწორედ სიმღერების ზეპირსიტყვიერად თაობიდან თაობაზე გადასვლაა, მაგრამ მისი პირველწყაროს ფურცელზე დაფიქსირება ძირეულად შეცვლიდა ისტორიას.

მიქაელ მოდრეკილი

დასავლეთევროპელი ბერების მსგავსად, მე-10 საუკუნეში მიქაელ მოდრეკილმაც შეადგინა იადგარის სახით ქართული და ბიზანტიური საგალობლების კრებული (ნევმური დამწერლობით), მაგრამ მიქაელ მოდრეკილის ცოდნის გამგრძელებლის არანაირი კვალი არ არსებობს. შესაბამისად, მისი ნამუშევრების მუსიკალური ანალიზი დღეს პრობლემას წარმოადგენს.

პროფესიული მუსიკის დაბადების პოტენცია

სწორედ საგალობლების ნოტებზე გადატანით ჩაეყარა დასავლეთევროპულ მუსიკას საფუძველი. ქართული ხალხური სიმღერები, რომლებიც დასაბამს არქაული დროიდან იღებენ, ჰარმონიული სიმდიდრით და კომპლექსურობით გამოირჩევა. მიქაელ მოდრეკილის პრაქტიკის გაგრძელებას კი, შესაძლოა, ქართული მუსიკის განვითარების გზა სრულიად შეეცვალა. მის პრაქტიკაში ნოტების წერას ვგულისხმობ. ეს ცოდნა, როგორც მინიმუმ, სიმღერის წარმოშობას ნოტებზე დააფიქსირებდა.

ასევე ძნელად წარმოსადგენია, რომ სიმღერები თავისით იქმნებოდა, მათ ნამდვილად ჰყავდა გამომგონებელი ანუ კომპოზიტორი, ადამიანი, რომელიც ამ სიმღერებს ნოტებზე გადაიტანდა და თავის სახელს ან მისი შემქმნელის სახელსაც დააფიქსირებდა. შესაბამისად, ძველი ქართველი კომპოზიტორების სახელებიც შემოგვრჩებოდა. არავინ იცის, თუ რა სახე შეეძლო ამ ყველაფერს მიეღო, მაგრამ ერთი რამ ცხადი იქნებოდა, რომ ხალხური შემოქმედების გარდა, პოლიფონია აკადემიურ სახესაც მიიღებდა.

ვინ იცის, იქნებ ქართული რენესანსის მუსიკაც კი შექმნილიყო, როგორც მე-15 საუკუნეში ფრანკო-ფლანდრიული საგუნდო მუსიკა შეიქმნა დასავლეთ ევროპაში. და თუ ხალხური ინსტრუმენტების შესაძლო განვითარებასაც განვიხილავთ, მაგალითად, ჭიანურის დახვეწას ვიოლა და გამბას ან ჩანგის განვითარებას არფის მიმართულებით, მაშინ შეიძლება შუა საუკუნეებში იმდროინდელი კლასიკური მუსიკისგან განსხვავებული, უნიკალური საგუნდო და ინსტრუმენტული პროფესიული მუსიკაც კი შექმნილიყო.

ეს ძალიან წააგავს ქართული ხუროთმოძღვრების ისტორიას. როგორც პოლიფონიური საგალობლები და სეკულარული სიმღერები, საეკლესიო არქიტექტურაც ასეთივე შესანიშნავია. მაგრამ სამწუხაროდ, თითქმის არცერთი ძეგლის ნახაზი არ არსებობს. ალბათ დამეთანხმებით, სიმღერებისგან განსხვავებით, არქიტექტურის ზეპირსიტყვიერად თაობიდან თაობაზე გადაცემა გამორიცხულია. ასევე ძნელი წარმოსადგენია, რომ მშენებლები უბრალოდ ქვას ქვაზე ადებდნენ და ყოველგვარი პროექტის და ნახაზის გარეშე ოშკს, ბაგრატს, სვეტიცხოველს თუ გელათს აშენებდნენ.

როგორც ნოტებზე ჩაწერილი მრავალხმიანობა, ასევე ხუროთმოძღვრებაში ნახაზი ისტორიას დარჩებოდა. შემდეგი თაობა კი მას, როგორც სახელმძღვანელოს, ისე გამოიყენებდა. დღეს მკვლევრებს თავიდან უწევთ იმ პროპორციების და მოდულების ძიება, რის მიხედვითაც ქართული ეკლესიები არის აშენებული. ამ ინფორმაციის ქონის შემდეგ კი სვეტიცხოველის აგება ალბათ იდუმალებით მოცული აღარ იქნებოდა და არსაკიძის მარჯვენაზე ტყუილ-მართალიც გაირკვეოდა.

კლასიკური მუსიკის მოკლე ისტორია

დასავლეთევროპული მუსიკის (კლასიკური მუსიკის) ისტორია დაახლოებით შუა საუკუნეებიდან იწყება და ის მე-19 საუკუნემდე მხოლოდ რამდენიმე ქვეყანაში ვითარდებოდა. მისი პირველი მაგალითები X-XI საუკუნის საეკლესიო მუსიკაში გვხდება, რომლის უწყვეტი შთამომავლობა დღემდე გრძელდება. ის პერიოდულად იცვლის სახეს, სტილს და შესრულების მანერას, რაც კლასიკური მუსიკის ულევ შესაძლებლობებსა და მრავალფეროვნებაზე მეტყველებს.

პირველ მაგალითად შეიძლება საეკლესიო საგალობლები მივიჩნიოთ, რომლებიც ბერებმა თავისივე მოგონილ სანოტო სისტემაზე დაიტანეს (ნევმური დამწერლობა). დაახლოებით მე-17 საუკუნის ბოლომდე, ბაროკოს სტილის მიწურულს, კლასიკური მუსიკა ძირითადად რელიგიურ ან ძველ ბერძნულ თემატიკაზე იყო დაფუძნებული. ის, გარდა ეკლესიისა, მეფის კარზეც სრულდებოდა. შესაბამისად, კომპოზიტორი ან ეკლესიაში მსახურობდა, როგორც ორღანისტი და გუნდის ხელმძღვანელი, ანდა მეფის კარზე ანსამბლებს ხელმძღვანელობდა. მაგალითად, პროტესტანტი ბახის სამსახური კათოლიკურ ეკლესიაში ორღანისტობა იყო, ჰენდელი კი გეორგ პირველის კარზე ჯერ ჰანოვერში, შემდეგ ლონდონში კაპელმაისტერად მუშაობდა.

მე-18 საუკუნიდან კი, როდესაც კომპოზიტორის, მხატვრის ან ნებისმიერი სხვა შემოქმედის ნამუშევარს „ხელოვნება"დაერქვა და „ხელოვანობა", როგორც პროფესია, ისე ჩამოყალიბდა, თემატიკაც უმალ მრავალფეროვანი გახდა. თითქოს მათ უფლება მიეცათ, თავიანთ სასურველ თემაზე შეექმნათ ნამუშევრები. თუ მე-17 საუკუნეში მათეს და იოანეს სახარების მიხედვით შექმნილი მესები იყო მნიშვნელოვანი, მე-18-ში უკვე დონ ჯოვანი გახდა პოპულარული. ცოტა მოგვიანებით, ბეთჰოვენის შთაგონება სულაც ნაპოლეონი იყო, რომლისთვისაც „ჰეროიკული"სიმფონიის მიძღვნაც კი ჰქონდა განზრახული.

რომანტიზმის პერიოდში კლასიკური მუსიკის სწავლება და შესრულება ნელ-ნელა აღმოსავლეთისკენაც გავრცელდა. მაგალითად, ვოლფგანგ ამადეუს მოცარტის შვილმა, რომელიც მამისნაირი ნიჭით არ გამოირჩეოდა, ცხოვრება ლვოვში განაგრძო, სადაც ვიოლინოზე დაკვრას ბავშვებს ასწავლიდა. 1847 წელს კი ფერენც ლისტმა თითქმის მთელი შავი ზღვის დასავლეთი სანაპირო შემოიარა, დაწყებული კიროვოგრადიდან (ელიზაბეტგრადი) და ოდესიდან, დამთავრებული სტამბოლით, სადაც რამდენიმე კონცერტი გამართა. აქედან ორი მხოლოდ სულთან აბდულ-მეჯიდისთვის გაიმართა. გერმანულმა და იტალიურმა მუსიკამ დიდი ზეგავლენა იქონია დამწყებ რუს კომპოზიტორებზეც და მე-19 საუკუნეში უკვე ისეთი კომპოზიტორები გამოჩნდნენ, როგორიც გლინკა, მუსორგსკი და ჩაიკოვსკია.

ამერიკაში კი ევროპელმა კოლონიზატორებმა პირველი კლასიკური მუსიკა მე-18 საუკუნეში შეიტანეს, მაგრამ განვითარების მაღალ წერტილს მან მე-20 საუკუნეში მიაღწია.

ბოლო ასწლეული თავისუფლად შეიძლება ყველაზე სწრაფად ცვალებად პერიოდად მივიჩნიოთ. თუ ბაროკოს, კლასიციზმის ან რომანტიზმის პერიოდი ათწლეულები გრძელდებოდა, მე-20 საუკუნეში, ყოველ 10-15 წელიწადში ახალი სტილი ყალიბდებოდა. დღესდღეობით კლასიკური მუსიკა თითქმის ყველა ქვეყანაში ისწავლება. ბახი, მოცარტი, ბეთჰოვენი და სხვები კი ალბათ ყველა დროის ყველაზე გამოჩენილი მუსიკოსები გახდნენ. მოცარტს მე-18 საუკუნეში თითზე ჩამოსათვლელ ევროპის ქვეყნებში იცნობდნენ და რამდენიმე ასეული მუსიკოსი თუ უკრავდა მის ნაწარმოებებს. ასევე, არც ბახი იყო თავის დროზე ყველასთვის ცნობილი, დღეს კი, მხოლოდ ჩინეთში, დაახლოებით 60 მილიონი ადამიანი უკრავს კლასიკურ მუსიკას ფორტეპიანოზე, შესაბამისად, მოცარტსაც და ბახსაც, რასაც ეს კომპოზიტორები ალბათ ვერასდროს წარმოიდგენდნენ.

უნივერსალური ანბანი

ბოლო საუკუნის განმავლობაში უამრავი სხვადასხვა მუსიკალური მიმდინარეობა ჩამოყალიბდა და, ერთი შეხედვით, მათ კლასიკურ მუსიკასთან კავშირი არ აქვთ. მეორე მხრივ კი, ყველა მათგანი სწორედ კლასიკური მუსიკის ანბანით ხელმძღვანელობს. ამ ანბანს სათავე ძველ საბერძნეთში დაედო, შუა საუკუნეებში კი დასავლეთევროპელმა მუსიკოსებმა კიდევ უფრო დახვეწეს და განავითარეს. ინსტრუმენტის ან ვოკალისტის მიერ გამოცემულ ბგერებს, ამ ბგერების ყველა შესაძლო წყობას, მათ შორის ინტერვალებს და დროში განსაზღვრულ რიტმიკას სახელები დაარქვეს. ამ ჰარმონიის და რიტმის ძირითადი ამსახველი ტერმინოლოგია კი დღეს ყველა ახალჩამოყალიბებულ მუსიკის მიმდინარეობაში გამოიყენება. ანუ მაჟორი, მინორი, მარში თუ ვალსი (მენუეტი) – მოცარტისთვის, მიკ ჯაგერისთვის და ბრიტნი სპირსისათვის ერთი და იგივეა.

ბოლო

ჩვენი ისტორიის ინფორმაციის სიმწირეს, ხშირად, ჩვენს ავბედით ისტორიას – ომიანობას და დამპყრობლებს ვაბრალებთ, მაგრამ გვახასიათებს თუ არა ჩვენივე „კარგის"ვერშენარჩუნება და მისი ვერგანვითარება, ვერშეფასება და ვერდაფასება? „კარგში"ქართველების მიერ შეძენილი ცოდნის დაფიქსირება, მისი განვითარება და შემდეგი თაობებისთვის გადაცემა იგულისხმება, იქნება ეს ხელოვნება თუ სხვა. ყოველივე ეს კოლექტიურ ლუარსაბ თათქარიძეს აგვაცილებდა თავიდან, რომელიც, ალბათ, მრავალჟამიერსაც კარგად მღეროდა და ალავერდშიც ანთებდა სანთელს.

Georgian
მუსიკაკლასიკური მუსიკამუსიკალევან ცხადაძე: მუსიკა საქართველოსა და დასავლეთ ევროპაშიLevan Tskhadadzeივლისი, 2014ArticleCultureDon't displayNowhite bottom shadeBefore article text

როგორ მოვხვდეთ ვიტრინაში

$
0
0

ბოლო ხანებში რუსთაველის გამზირზე ფეხით თუ გაისეირნებდით, აუცილებლად შენიშნავდით 37 ნომერში, ვიტრინაში განთავსებულ ლურჯ ბიუსტს. ის, პირველ რიგში, იმით გვამახსოვრდება, რომ რთულია ერთ კონკრეტულ პიროვნებას დავუკავშიროთ. ამსტერდამში მცხოვრები ქართველი არტისტის, გიორგი ტაბატაძის ჩანაფიქრიც ეს იყო – საზოგადოებისთვის წარედგინა „უცნობი პროფილის მონუმენტი", რომელიც ვირტუალურ და რეალურ სამყაროს შორის კონფლიქტზე დაგვაფიქრებდა. ეს არის უცნობი ადამიანის ბიუსტი, რომელიც მხოლოდ სოციალური მედიის ვირტუალურ სივრცეში შეიძლება არსებობდეს. „ვფიქრობ, საინტერესოა ამის გამოფენა ქალაქში, სადაც ყველგან ვიღაცის ბიუსტია. მით უმეტეს, თბილისში, სადაც ყველა თავის აზრს გამოთქვამს facebook-ზე და მერე ნიუსებიც ვიღაცის სტატუსების მიხედვით კეთდება", – მითხრა გამოფენის გახსნამდე ცოტა ხნით ადრე ირინა პოპიაშვილმა, რომელმაც გასულ წელს, თამუნა ღვაბერიძესთან ერთად, თბილისს ვიტრინის პროექტი წარუდგინა.

თბილისში ამ ვიტრინებს უკვე კარგად იცნობენ. პროექტის ავტორები ამბობენ, რომ ცდილობენ, ის გამოფინონ, რისთვისაც საზოგადოება ამ ეტაპზე მზად არის. ისე კი, ზოგადად, ცოტა თუ ხვდება ამ ვიტრინების დანიშნულებას. „ერთმა კაცმა ბერიაშვილის ეროტიკული ფილმის პოსტერს დიდხანს უტრიალა. შემდეგ დავინახე, რომ სადარბაზოში შევიდა. თურმე, ეგონა, იქ იყო ეს ფილმი, აფიშად მიიღო. ვერ აღიქვა, რომ ეს არტი იყო. თავიდან, პრეზენტაციაზე ტელევიზიებიდან რომ მოდიოდნენ, ყველა კითხულობდა, საიდან შევიდეთო. დაჟინებით ითხოვდნენ ვიტრინაში შესვლას. ეს იყო გენიალური, რომ ყველა შიგნით იწევდა და ვერ ხვდებოდნენ, რომ აქ, ტროტუარზე მთავრდებოდა ყველაფერი", – იხსენებს ირინა.
როგორც თამუნა ამბობს, ეს ვიტრინა არასტანდარტული გალერეის ფორმაა, რომელსაც პროფესიონალური გალერეის ფუნქცია აკისრია. „ჩვენ უკვე ვიღებთ მონაწილეობას art fair-ებზე. დავიწყეთ დუბაით, შემდეგი იქნება ვენა, ანუ მხოლოდ ადგილობრივ ბაზარზე არ ვმუშაობთ. გვაქვს გაყიდვები თბილისში, ნიუ იორკში და სხვადასხვა ქალაქებში".

თუმცა პროექტის მიზანი ცალსახად კომერციული ხასიათის არ არის: „ვიღაცამ მკითხა, „ეს რას ნიშნავს, ვიტრინაში რომ არის გამოფენილი, შეუძლია ვიღაცამ დაგირეკოს და იყიდოს?"– ჰყვება პოპიაშვილი. ამას ასე მარტივად არ უნდა შეხედო. ამ ვიტრინის მიზანი არის ის, რომ რაც არის გამოფენილი, მაგალითად, ალფრედ ეპიტაშვილის გეომეტრიული ფიგურები, რომლებიც საზოგადოების დიდ ნაწილს ხელოვნებად არ წარმოუდგენია, იქ რომ დაინახავენ, აღიქვან, როგორც ხელოვნება. გვინდა, რომ ამის აუდიტორია შეიქმნას. აქ არის გამოფენილი იმ ხალხის ნამუშევრები, ვისაც გამოფენები არ ჰქონია, ანუ მათ ფართო საზოგადოება არ იცნობს. ჩვენთან არ არის სახელმწიფო სივრცე – არაკომერციული საგამოფენო დარბაზი, სადაც შეიძლება ეს მხატვრები გამოფინო. ახალგაზრდა არტისტები კი ბევრნი არიან და ჩვენ გვინდა აუდიტორიას მათი შემოქმედება ვაჩვენოთ. მაგალითად, გიორგი ხანიაშვილის, რომელიც გადასარევი არტისტია. ასევე დათო კუხალაშვილის, ლუკა ცეცხლაძის... მათ შესახებ არც ისე ბევრმა იცის. შესაბამისად, პროექტს საგანმანათლებლო ფუნქციაც აკისრია. ჩვენთვის მნიშვნელოვანია გემოვნების ჩამოყალიბება, როდესაც ფართო აუდიტორიაზე ვსაუბრობთ".

რაც შეეხება გაყიდვებს, პოპიაშვილი ფიქრობს, რომ ამასთან დაკავშირებით ჩვენთან ჯერ კიდევ საბჭოთა დამოკიდებულებაა. „ხელოვნების ნიმუშის გაყიდვა ძალიან რთულია და ამას დიდი ცოდნა სჭირდება. მით უმეტეს, რთულია, ხელოვნების ნიმუში მიჰყიდო პროფესიონალ კოლექციონერს. ის ქართველ მხატვარს ადვილად არ იყიდის, რადგან მისთვის, პირველ რიგში, მნიშვნელოვანია ავტორის ისტორია – ვინ არის, საიდან მოდის, რა ფასეულობა ექნება, რას აკეთებდა აქამდე... არის მყიდველიც, რომელიც არჩევანს აკეთებს იმის მიხედვით, თუ მის სავარძელს რა მოუხდება. ჩვენ მხოლოდ ასეთი მყიდველი არ გვაინტერესებს. ხანიაშვილი კრაკოვის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმმა იყიდა. ეს კი სხვა საქმეა, რადგან კონტექსტს – ვინ ყიდულობს და სად იყიდება, ჩვენთვის დიდი მნიშვნელობა აქვს".

ამბობენ, „არტ დუბაიზე"ხანიაშვილმა დიდი ინტერესი გამოიწვია. მეტიც, ზოგადი მოხსენება რომ გააკეთეს, მასზე ხანიაშვილის ქანდაკების ფოტო იყო გამოტანილი. კურატორებს მიაჩნიათ, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია. „შეეძლოთ კუსამა გამოეტანათ წინ და არა ხანიაშვილი, მაგრამ ქართული თანამედროვე ხელოვნება ყურადღებას იქცევს, რადგან ახალი, უცხო და სხვანაირია". ასევე, გარდა იმისა, რომ სტამბოლში კარგი რეპუტაციის მქონე გალერეა კუხალაშვილის გამოფენის გაკეთებითაა დაინტერესებული, ახლო მომავალში ნიუ იორკში ჯგუფური ექსპოზიციის მოწყობაც იგეგმება ქართველი ხელოვანების მონაწილეობით.

ჯერჯერობით პროექტს ორი საგამოფენო სივრცე აქვს – რუსთაველისა და ჭავჭავაძის გამზირებზე, თუმცა, გასულ წელს გამონაკლისის სახით ექსპოზიცია კაფეში „ო, მოდა, მოდა"გაკეთდა. ამან კურატორებს საშუალება მისცა, პატარა ზომის ნიმუშებიც გამოეფინათ, ის, რაც დიდ ვიტრინაში, ჩვეულებრივ, იკარგება ხოლმე. გამოფენა იმითაც იყო განსხვავებული, რომ მონაწილეობა არაქართველებმაც მიიღეს – მასზე სამი ნიუ იორკელი მხატვრის შემოქმედება იყო წარმოდგენილი. ძირითადად კი, პროექტი ნაკლებად ცნობილი ქართველი არტისტების ნამუშევრების ჩვენებაზეა ორიენტირებული. თუმცა, ღვაბერიძე აღნიშნავს, რომ სექტემბრიდან უცხოელი ხელოვანების ჩამოყვანაც იგეგმება. ძალიან უნდა, რომ გამოფენა გააკეთონ არა მხოლოდ ქალაქის ცენტრში, არამედ გარეუბნებშიც – ვარკეთილში, სანზონაში...

როგორ აღიქვამენ თანამედროვე ხელოვნების ექსპოზიციებს ქალაქის პერიფერიულ ნაწილებში, ამას დრო გვიჩვენებს. ალბათ, თავიდან, ვარკეთილის რომელიმე მიკრორაიონშიც ბევრი გამვლელი დაიბნევა და ვიტრინაში მოხვედრას დააპირებს, სწორედ ისე, როგორც ეს რუსთაველსა და ჭავჭავაძეზე ხდებოდა. შემდეგ კი შეეგუებიან აზრს, რომ თანამედროვე არტი არა ვირტუალური, არამედ რეალური სამყაროს ნაწილია, რომელში მოსახვედრადაც ვიტრინაში შესვლა საჭირო არ არის...

Georgian
გიორგი ტაბატაძეხელოვნებახელოვნებანინა ახლოური: როგორ მოვხვდეთ ვიტრინაშიNina Akhlouriივლისი, 2014ArticleCultureDon't displayNowhiteBefore article text

უმეცრებასა და თავგასულობას ძეგლებთან მიმართებაში ბოლო უნდა მოეღოს

$
0
0

ყველაფერი, რაც ადამიანურ ცივილიზაციას შეუქმნია - თუ იუდეური, თუ ქრისტიანული, თუ მუსლიმური თეოლოგიური პერსპექტივიდან - არის ღმერთადამიანური შემოქმედების ნაყოფი და, შესაბამისად, იგი დიდ მოწიწებასა და გაფრთხილებას საჭიროებს.
ვიდრე მე თეოლგიური და ბიბლიური კვლევების სამყაროში აღმოვჩნდებოდი, მანამდე არქეოლოგი ვიყავი და ამიტომ ჩემთვის ძალიან მტკივნეულ საკითხს წარმოადგენს საყდრისის ირგვლივ განვითარებულ მოვლენები.

საყდრისის საკითხის მოგვარების საქმეში, იმ უწყების წარმომადგენლები, რომლებიც წესით საყდრისის დაცვას უნდა ემსახურებოდნენ სულ ცოტა იმის გამო მაინც, რომ ამაში ჯამაგირებს იღებენ - სწორედ ისინი გახდნენ უნიკალური არქეოლოგიური ძეგლის განადგურების მომხრეები!!!

ჩვენდა სავალალოდ, საყდრისის ამბავი მართლაც რომ უსაზღვრო განუკითხაობისა და თავგასულობის ნიმუშს წარმოადგენს იმ უწყების მიერ, რომელიც წესით ძეგთა დაცვას უნდა ემსახურებოდეს.

სამაგიეროდ, ჩვენ არ შეგვიძლია არ ვიამაყოთ იმ ადამიანების კეთილშობილებით და გაბედულობით, ვინც წინ აღუდგა საყრდრისის განადგურებას. მე მართლა აღტაცებული ვარ იმ ადამიანებით, ვინც თავიანთ დროს, ენერგიას და მოწადინებას არ ზოგავს, რომ ბარბაროსობა შეაკავოს ჩვენს ქვეანაში.

ბარბაროსობას, სიავესა და სიბნელეს ყოველთვის ერთი სათავე აქვს და ერთი წყარო კვებავს - გაუნათლებლობა და სიბრიყვე. საყდრისი მხოლოდ წვერია იმ აისბერგისა, რომლის ძირითადი ნაწილი ჯერაც დაფარულია და უცნობი ჩვენი საზოგადოებისათვის. საქმეში ჩახედულმა ადამიანებმა იციან, რომ ერისა და ბერის უმეცრების გამო ყოველწლიურად ზიანდება არა მარტო ჩვენი, არამედ მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლები. აქ მარტო იმ ძეგლებზე კი არ არის ლაპარაკი, რომელიც სადღაც მიყრუებულ სოფლებშია, არამედ ძეგლებზე, რომელიც იუნესკოს ძეგლთა სიაშია ანდა ქართული ხელოვნების უნიკალურ მემკვიდრეობას წარმოადგენს.

რაკი ის უწყება, რომელსაც ჩვენი ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობის დაცვა და გაფრთხილება ავალია, ამას ვერ ახერხებს, მაშინ იმ ადამიანებმა უნდა ამოიღონ ხმა, ვისაც ესმის რამდენად საშიშ ტენდენციებთან გვაქვს საქმე. იქნება არასამთავრობო ორგანიზაციებმა მაინც მიიტანონ გულთან ახლოს ის, რაც ჩვენი ისტორიულ-არქეოლოგიური ძეგლების თავს ხდება, ვიდრე ტოტალურმა უმეცრებამ და სიბნელემ თავზე არ დაგვამხო ყველაფერი, რითაც ადამიანურ ცივილიზაციას შეუძლია იამაყოს.

ეპისკოპოსი მალხაზ სონღულაშვილი
საქართველოს ევანგელურ ბაპტისტური ეკლესია

Georgian
საყდრისიმალხაზ სონღულაშვილისაყდრისიუმეცრებასა და თავგასულობას ძეგლებთან მიმართებაში ბოლო უნდა მოეღოსMalkhaz SongulashviliArticleCultureSocietyAside articleNoBefore article text

კომპეტენციების პირისპირ

$
0
0

ამბავი პრემიის, რომელიც ჟიურის წევრებს გადაეცემა

„საქართველოს თეატრალურ საზოგადოებაზე“ დაწერილი წერილების მთავარი ამოცანაა, აიძულოს მისი ხელმძღვანელობა, უპასუხოს შეკითხვების ჩამონათვალს, რომელიც პროფესიული გაერთიანების მუშაობას უკავშირდება.

„საქართველოს თეატრალური საზოგადოების“ ფუნქციონირება ძირითადად მხოლოდ იანვარშია თვალშისაცემი: 14-ში ქართული თეატრის დღე აღინიშნება, ხოლო 18-ში - „საქართველოს თეატრალური საზოგადოების“ დაფუძნების (1881 წელი). მისი პირველი თავმჯდომარე ილია ჭავჭავაძე იყო, ახლანდელია გოგი ქავთარაძე.   

როგორია „საქართველოს თეატრალური საზოგადოების“ თანამედროვე სახე? მისი წევრების რიგები შემცირებულია. დარჩენილებს პროფესიული კავშირი, როგორც წესი, მაშინ ახსენდებათ, როდესაც დასასვენებელი სახლებისთვის საჭირო საგზურები სჭირდებათ. უფრო ფართო აუდიტორია „საქართველოს თეატრალური საზოგადოებით“ მაშინ ინტერესდება, როდესაც მის მიერ გაცემული პრემიების შესახებ მასობრივი საინფორმაციო საშუალებებით იგებს. დარგის წარმომადგენელთა დაჯილდოებას 2015 წელსაც არასერიოზული სახე ჰქონდა.    

„საქართველოს თეატრალური საზოგადოების“ ფუნქციონირების წინააღმდეგ ხმა ახალგაზრდა თეატრმცოდნეებმა 2010 წელს აიმაღლეს. მათ შორის ერთ-ერთი ვიყავი და კარგად მახსოვს საკითხები, კრიტიკულად რომ განგვაწყო. ზედიზედ რამდენიმე ვადით არჩეული გიგა ლორთქიფანიძის ხელმძღვანელობის პერიოდში დარღვეული იყო არაერთი დებულება, მაგალითად, სახელობითი პრემიების მინიჭების, რომლის თანახმადაც სანდრო ახმეტელის პრემია უნდა გაცემულიყო 5 წელიწადში ერთხელ, არადა გაიცა 9-ჯერ, მარჯანიშვილის პრემია - 2 წელიწადში ერთხელ, 6 წლის განმავლობაში - 24-ჯერ; აღარაფერს ვამბობ უნახავი სპექტაკლების დაჯილდოებასა და ძირითადად იუბილარი თეატრების ნამუშევრების თუ წარმომადგენლების გამორჩევაზე. გაუგებარი იყო არანომინირებულთა მოხვედრა გამარჯვებულთა ჩამონათვალში და ა.შ. „საქართველოს თეატრალური საზოგადოების“ გამგეობას მივმართავდით შეკითხვებით: 1.რატომ დაირღვა დებულებები? 2.რომელი დადგმები ნახეს ჟიურის წევრებმა რეგიონებში? 3.რატომ დაჯილდოვდნენ ისინი, რომლებიც ოფიციალურად არ იყვნენ წარდგენილნი? 4. რატომ გააუფასურეს „საქართველოს თეატრალური საზოგადოების“ პრეზიდიუმის წარმომადგენლებმა ავტორიტეტი კავშირის, რომელიც 1881 წელს ილია ჭავჭავაძემ, აკაკი წერეთელმა, ალექსანდრე ყაზბეგმა, ვასო აბაშიძემ, ივანე მაჩაბელმა, რაფიელ ერისთავმა, დიმიტრი და კოტე ყიფიანებმა, ანტონ ფურცელაძემ და სხვებმა დააფუძნეს? 5. რატომ არ გამოიცვალა ათწლეულების განმავლობაში თეატრალური საზოგადოების პრემიების მიმნიჭებელი კომისიის შემადგენლობა? 6.კავშირის წევრთა საერთო რაოდენობიდან რამდენი პროცენტია ახალგაზრდა? 7.რამდენად სრულად და პროფესიულად შეისწავლა განვლილი თეატრალური სეზონი პრემიების მიმნიჭებელმა კომისიამ? 

2010 წელს გამოხატულმა წინააღმდეგობამ „საქართველოს თეატრალური საზოგადოების“ ხელმძღვანელობა დიალოგისკენ განაწყო, მაგრამ რადიკალური ცვლილებები არ განხორციელებულა. არავინ იცის როგორ განვითარდებოდა მოვლენები, ახალგაზრდების პროტესტი უფრო თანმიმდევრული და ერთსულოვანი რომ ყოფილიყო. პროფესიული ეთიკის დასაცავად ბრძოლის სურვილი გამინელდა, როდესაც პრემია აიღო იმან, ვინც კავშირის არასწორ ფუნქციონირებას საჯაროდ აპროტესტებდა. ამის შემდეგ უფროსი თაობის უპრინციპობასა და ვალდებულებების შეუსრულებლობაზე ლაპარაკი ერთჯერადი გამოხმაურებების ფორმატში გრძელდებოდა. ძალთა (აღარაფერს ვამბობ თაობათა) გაერთიანება ვეღარ მოხერხდა. პროფესიულმა კავშირმა ინერციით გააგრძელა არსებობა. ზემოთ ჩამოთვლილი კითხვების უმრავლესობა კვლავაც აქტუალურია.

რა არის „საქართველოს თეატრალური საზოგადოების“ ძირითადი მოვალეობა? ერთი წინადადებით თუ განვსაზღვრავთ: იყოს ქართული თეატრის დღევანდელობის ამსახველი. თუმცა, თანამედროვე ქართული თეატრი, საბედნიეროდ, სულაც არ არის ისეთ მძიმე მდგომარეობაში, როგორადაც „საქართველოს თეატრალური საზოგადოება“ წარმოაჩენს. და ეს მაშინ, როდესაც მმართველებს ყველანაირი საშუალება აქვთ იმისათვის, რომ ქართული თეატრის განვითარებისთვის იზრუნონ. ისინი არიან პარლამენტარები, თეატრის ხელმძღვანელები და ა.შ. უპირველესად სწორედ მათთვის არ უნდა იყოს მისაღები პრემიების ისეთი სახით, ხარისხითა და ფორმით გაცემა, როგორადაც თუნდაც წელს მოხდა.     

2015 წლის ქართული თეატრის დღე, „საქართველოს თეატრალური საზოგადოების“ ნაცვლად, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ძალისხმევით, 140 წლის ახალციხის (მესხეთის) დრამატულ თეატრში აღინიშნა. წლევანდელი საღამო გასული წლებისას სჯობდა. წინათ დარბაზში დარჩენა იმდენად გაუსაძლისი იყო, რომ დამსწრენი (ხელისუფლების წარმომადგენლებით დაწყებული ხელოვანებით დამთავრებული) ფოიეში გასვლას და ერთმანეთთან საუბარს ამჯობინებდნენ. სამინისტროს „საქართველოს თეატრალურ საზოგადოებაზე“ ბევრად მეტი შეუძლიაო, იტყვით. მას მართლაც ბევრი რამის გაკეთება შეუძლია თუ მოინდომა. მაგრამ, მეორე მხრივ, რაში იხარჯება კავშირის შემოსავალი, თეატრების და მსახიობების მიერ გადახდილი საწევროები? საწევროს გადასახადი მიზერულია (როგორც მითხრეს, 1 ლარი), არავის დააზარალებს, მაგრამ ჯამში გარკვეულ თანხას ხომ შეადგენს? საწევროს გადასახადზე რომ მიდგებოდა ხოლმე საქმე, საბაბად, როგორც წესი, თეატრმცოდნეებისთვის რეგიონებში ჩასვლისა და სპექტაკლებზე დასწრებისთვის აუცილებელი ხარჯების დაფარვა მოჰყავდათ... ქართულ თეატრმცოდნეობას თავშისახლელად სხვა პრობლემებიც ეყოფა! საინტერესოა, გაუშვა თუ არა „საქართველოს თეატრალურმა საზოგადოებამ“ თეორეტიკოსები რეგიონებში? ვინ, სად და როდის?

ქართული თეატრის დღესთან დაკავშირებით გამოცემულ ორფურცლიან გაზეთში გამოქვეყნებულ ინტერვიუში, პროფესიული კავშირის თავმჯდომარე გოგი ქავთარაძე წუხს, რომ „საქართველოს თეატრალური საზოგადოება“ არ არის ჩართული თბილისში ორგანიზებულ საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალებში? საინტერესოა, რა ნიშნით და რა მიმართულებით? არ იცის, რომ ხელმძღვანელობს გაერთიანებას, რომლის რეპუტაციის დონეც დაბალია?! ვითომდა შემოქმედებითი გაერთიანება ყველაზე არაშემოქმედებით გარემოში - საბჭოთა პერიოდისთვის დამახასიათებელი დეკორაციის - მაგიდაზე დაწყობილი ყვავილებისა და კედელზე ჩამოკიდებული ჩარჩოში ჩასმული სურათის ფონზე - აჯილდოებს გამარჯვებულებს. დებულებების საჭიროებისამებრ შეცვლა თუ არ არის პრობლემა, სივრცის „ახლებურად გადაწყვეტის“ საკითხი რატომ არ განიხილება?   

„საქართველოს თეატრალური საზოგადოების“ მომავალზე საუბარს გოგი ქავთარაძე ხსოვნის საღამოების აღდგენის აუცილებლობით იწყებს. კიდევ უფრო მრავლისმთქმელია კომენტარი, რომელსაც თავმჯდომარე (პარლამენტარი!) გაქირავებულ ფართ(ებ)ზე აკეთებს: - „ბევრი დამქირავებელი არაკეთილსინდისიერად ასრულებს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პუნქტებს - დროულად არ იხდის ქირის ფულს, ზოგი კი ისე გაგვეპარა, თვალსა და ხელს შუა, ისე გაგვიქრა, ვერსად მივაკვლიეთ. აქ ისმის თეატრალური საზოგადოების მენეჯმენტის საკითხი. იგი ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს. მან ვერ უზრუნველყო იმ რეზერვების გამოყენება, რაც მსახიობის სახლს გააჩნია, თუნდაც გამოთავისუფლებული ოთახების გაქირავება ავიღოთ“.    

თუნდაც ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, „საქართველოს თეატრალური საზოგადოების“ ხელმძღვანელობა ვალდებულია გააკეთოს განვლილი ორი წლის ანგარიში და საჯაროდ უპასუხოს შეკითხვებს, რომელთა შინაარსიც წლების განმავლობაში უცვლელია. მაგალითად:  

1. რატომ არ არის აუცილებელი ჟიურისთვის წარმოდგენების ადგილზე ნახვა და ჩანაწერის მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში მოთხოვნა? საქართველოს ქალაქებს შორის გადაადგილებას დიდი დრო და საშუალება არ სჭირდება. მით უფრო, რომ თეატრალური ხელოვნების ხიბლი წარმოდგენის ცოცხლად ნახვაში მდგომარეობს.

მსოფლიომ თუ დადგმების ჩაწერა მათი გავრცელებისა და დაარქივების მიზნით „მოიფიქრა“, საქართველოში აღნიშნული ხერხი სპექტაკლებზე არმისვლის საბაბი და საშუალება გახდა. სადაც უნახავი სპექტაკლების დაჯილდოების გამოცდილება არსებობს, ჟიურისადმი ჩანაწერის მოთხოვნით გამოწვეული უნდობლობა რა გასაკვირია?! ამასაც რომ თავი დავანებოთ, საქართველოს თეატრებს, განსაკუთრებით რეგიონებში, არა აქვთ იმის მატერიალური და ტექნიკური საშუალება, რომ სპექტაკლები ერთდროულად რამდენიმე კამერით გადაიღონ და ჟიურის ხარისხიანი ჩანაწერის სახით მიაწოდონ. ასეთი პირობა თეატრებს კონკურსისთვის თავის არიდებას აიძულებს.  

2. რატომ აჯილდოებს ჟიური იმას, ვინც წარდგენილი არ იყო? შეკითხვა განსაკუთრებით აქტუალურია სამხატვრო ხელმძღვანელებისთვის, რომლებსაც ყოველწლიურად სთხოვენ პრემიაზე წარსადგენი კანდიდატურების დასახელებას.   

3. რატომ არ ცხადდება და ქვეყნდება დაჯილდოებამდე პრემიაზე წარდგენილთა და ნომინირებულთა ჩამონათვალი, მოკლე ნუსხა? ამით გავიგებდით იმასაც, რამდენმა თეატრმა არ მიიღო მონაწილეობა.   

4. დებულების თანახმად, აქვს თუ არა ჟიურის წევრს საკუთარი თავის დაჯილდოების უფლება? წელს როსტომ ჩხეიძე ჟიურის წევრადაც დასახელდა და გამარჯვებულადაც. რამდენიმე წლის წინ ასეთი პრეცედენტი მერი გურგენიძის შემთხვევაში განმეორდა. რამდენად პროფესიონალური და ეთიკურია ასეთი დამოკიდებულება? აბა, სხვა რა არის ინტერესთა კონფლიქტი?!

5. ახალი თაობის წახალისებისა და მხარდაჭერის იმედით, აღარ დადგა კრიტიკული წერილების დებიუტანტი ავტორების ნომინირების დრო?

6. რატომ იგებს გამარჯვებულთა ნაწილი მათთვის პრემიების მინიჭების ამბავს დაჯილდოების შემდეგ?

პრიორიტეტების, პრივილეგიებისა და კომპეტენციების საკითხი „საქართველოს თეატრალური საზოგადოებისთვის“ ყოველთვის მტკივნეული იყო. ხელისუფლების თუ ხელმძღვანელობის ცვლილებას საქმისადმი დამოკიდებულება არ გამოუსწორებია. ამის სამაგალითოდ რაც უნდა დიდი დრო გავიდეს, ყოველთვის გამახსენდება 2014 წლის თეატრალური პრემია „დურუჯის“ დაჯილდოების ცერემონია, როდესაც ახალგაზრდა რეჟისორის ნომინაციაში გამარჯვებული საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის ერთ-ერთმა მრჩეველმა გიორგი გეგეჭკორმა განსაკუთრებული პათოსით წარადგინა: ჯილდო გადაეცემა დიდი თეატრალური გვარის გამგრძელებელსო, დაიწყო და მაშინ საბოლოოდ დავრწმუნდი, რომ ვიდრე პოლიტიკოსები თუ სამხატვრო ხელმძღვანელები (ან ორივე ერთად), მმართველები თუ სხვადასხვა თაობის წარმომადგენლები არ დაუშვებენ, რომ წარმატებისთვის გვარიშვილობა არ კმარა და მთავარი ღირსება ნიჭი და ნიჭიერების შედეგია, რომ აუცილებელია მომავალი თაობის ჯანსაღი შეფასება, რომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია კონკურენტუნარიანი გარემოს შექმნა, რომ დაუშვებელია პრემიების გაუფასურება და „საქართველოს თეატრალური საზოგადოების“ დღევანდელი სახით ფუნქციონირების გაგრძელება (უმოქმედობით საბოლოოდ რომ არ დასამარდეს), მანამდე არაფერი შეიცვლება და ისევ ილია ჭავჭავაძის სახელის უპატივცემულობას მიაწერენ შემოქმედებითი კავშირის წარმომადგენლები რეპუტაციადაკარგული საზოგადოებისადმი გაჩენილ პროტესტს.

Georgian
საქართველოს თეატრალური საზოგადოებაჟიურიქართული თეატრიკულტურის სამინისტროგოგი ქავთარაძესაქართველოს თეატრალური საზოგადოებათამარ კიკნაველიძე: კომპეტენციების პირისპირt.kiknavelidzeArticlePoliticsCultureFull widthNoBefore article text

ველური ქართველი და საბჭოთა ნაციონალური პოლიტიკა

$
0
0

1991 წელს საბჭოთა კავშირის დაშლა და საბჭოთა რესპუბლიკების მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადება სერიოზული დარტყმა იყო რუსეთისთვის. ეს მოგვიანებით რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმაც აღნიშნა, რომელმაც სსრკ-ის დაშლას მე-20 საუკუნის უდიდესი გეოპოლიტიკური კატასტროფა უწოდა. ნათელია, რომ რუსეთი ამ კატასტროფას არ ეგუება და ყველა მეთოდით ცდილობს აღმოსავლეთ ევროპაში ძველი გავლენის აღდგენას.

21-ე საუკუნის რუსული კონფრონტაციული პოლიტიკა ამას ნათლად მოწმობს. 2008 წლის აგვისტოს ომი, ყირიმის ანექსია და აღმოსავლეთ უკრაინაში დივერსიული მოქმედებები სადამსჯელო აქტები იყო ამ ქვეყნების დასავლეთისკენ სწრაფვისთვის. ამავდროულად, ოფიციალურმა მოსკოვმა სხვა მსხვილ პოლიტიკურ აქტორებსა და ძლიერ სახელმწიფოებს დაანახა მის მიერ მკაფიოდ გავლებული წითელი ხაზები, რომელთა დარღვევის უფლებას NATO-ს და ევროკავშირს არ მისცემს.

მიუხედავად ნაციონალური კონსენსუსისა, რომ რუსეთი იმპერიულ და დაპყრობით პოლიტიკას ახორციელებს საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგაც, საქართველოში არსებობენ ძალები, რომლებიც მიზანმიმართულად ან გაუაზრებლად, საზოგადოებაში რუსეთის მიმართ სენტიმენტების გაღვივებას უწყობენ ხელს. ძირითადად ეს ქართულ-რუსული ძმობისა და ერთმორწმუნეობის ნარატივზე აპელირებით ხდება. ამ მიზნის მისაღწევად კი ისინი „რბილ ძალას“ მიმართავენ, რომელიც უკვე 90-იანი წლების დასასრულიდანვე რუსეთის საგარეო პოლიტიკის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი გახდა. რუსეთის რბილის ძალის ერთ-ერთი სამიზნე ხელოვნების სფეროა (მათ შორის, საქართველოშიც), რომელიც, ხშირ შემთხვევაში, პოლიტიკურ ინსტრუმენტად გამოიყენება საზოგადოებებამდე მიზანმიმართულად კონკრეტული პოლიტიკური იდეებისა თუ გზავნილების მისატანად.

სწორედ რუსული რბილი ძალის პროდუქტად მიგვაჩნია რევაზ გიგინეიშვილის მხატვრული ფილმი „სიყვარული აქცენტით“, რომელიც იდეურად 1977 წელს გადაღებული, გიორგი დანელიას საბჭოთა ფილმის, „მიმინოს“ გაგრძელებაა.

ტემპერამენტიანი, რომანტიკოსი, მოქეიფე, კეხიანი ცხვირით, ულვაშით, დამახასიათებელი კავკასიური აქცენტით – ეს ის ძირითადი სტერეოტიპული მახასიათებლებია, რომლებითაც აღნიშნულ ფილმებში საბჭოთა და პოსტსაბჭოთა ქართველი კაცი გამოირჩევა. ფილმების დეკონსტრუქცის გზით წარმოდგენილი იქნება ქართველის სახის ძირითადი მახასიათებლები, მის მიმართ დამკვიდრებული სტერეოტიპები; ამ სტერეოტიპებს კი განვიხილავთ ერთიანი კულტურული სივრცისა და რუსეთის, როგორც „უფროსი ძმის“ როლის კონტექსტში, რაც საბჭოთა ნაციონალური პოლიტიკიდან გამომდინარეობს.

ქართველის სახე  ფილმებში "სიყვარული აქცენტით"და "მიმინო"

რუსეთ-საქართველოს ომიდან 4 წლის შემდეგ, 2012 წლის 28 ივნისს, მოსკოვის რიგით 34-ე კინოფესტივალზე, შედგა რეზო გიგინეიშვილის ფილმის „სიყვარული აქცენტით“ პრემიერა. სურათი საქართველოში გადაიღეს და იგი შედგებოდა ხუთი ნოველისგან, რომლებიც ქართველის შესახებ მითებისა და სტერეოტიპების, ასევე რუსულ-ქართული ურთირთობების შესწავლის კუთხით არის საინტერესო.

ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული საბჭოთა რეჟისორის, გიორგი დანელიას ფილმებში ქართველებში მამრობითი სქესის ადამიანები დომინირებენ. საბჭოთა ხელოვნებაში ქართველი კაცები ჯმუხი გარეგნობის არიან, აუცილებლად შავგრემანი, ისეთი ულვაშებით, როგორც იოსებ სტალინს ჰქონდა. ქართველი ქარიზმატულია, მეტწილად წარმატებული ქალებთან ურთიერთობებში. ის მკაცრია, ერთი შეხედვით, მაგრამ ხანდახან ბავშვივით რბილი. ქართველი ზრდილობიანი და გალანტურია. ხანდახან ზედმეტად მხარჯველი და ხელგაშლილი. დანელიას ფილმებში ქართველი კაცი ყოველთვის ტრაგიკომიკური პერსონაჟია. მის ფილმოგრაფიაში ამის ყველაზე ნათელი სახე „მიმინოა“, რომელიც საბჭოთა კავშირში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ფილმი გახდა.

ფილმებში „სიყვარული აქცენტით“ და „მიმინო“ ქართველის შესახებ მოცემული სტერეოტიპები შემდეგნაირად შეგვიძლია დავაჯგუფოთ:

ა) ქართველი მამაკაცი, როგორც მასკულინობის სიმბოლო:

ფილმში „სიყვარული აქცენტით“ ერთ-ერთი ყველაზე დიდი ყურადღება გამახვილებულია ქართველი კაცის მასკულინობაზე. ქართველი კაცი სექსუალურად მხნეა და აქტიურია. განსაკუთრებით, სლავ ქალებში იწვევს ინტერესს.

ფილმში, ლიტველი გოგონა შვილზე ოცნებობს. მან რადიოდან შეიტყო ქართველების სექსუალურ შესაძლებლობებზე. გადაწყვიტა ჩამოსულიყო, სადაც იპოვა კიდევაც პარტნიორი და აისრულა ოცნება.

ამ ფილმის მსგავსად, „მიმინოშიც“ მთავარი გმირის სახე მასკულინურია. ის სლავი ქალის ყურადღებას იმსახურებს. თუმცა, ჯამში, ურთიერთობის განვითარება წარუმატებელია.

ბ) ქართველი, როგორც მთიელი და კულტურულად განუვითარებელი:

ქართველ კაცს საბჭოთა კინემატოგრაფიაში ხშირად მთიელად წარმოადგენენ. ხანდახან მას კავკასიელი მთიელისთვის დამახასიათებელი ფაფახიც ახურავს. ამ როლში ქართველი მამაკაცი საშიშია, ჩხუბობს, სისხლს იღებს, გულწრფელი და პირდაპირია, ტრადიციული მკაცრი კავკასიური შეხედულებებით გამოირჩევა. 

საბჭოთა კინოში ამ სახეს კარგად აჩვენებს ფილმი „მიმინოც“, სადაც მთავარი გმირი ზუსტად ასეთი „ჯმუხი“ ქართველია:

ფილმში, მთავარი გმირის და წარსულში ერთმა ადამიანმა შეაცდინა. მთავარი გმირის მოსკოვში გამგზავრებისას ოჯახის წევრი სთხოვს, რომ არ მოკლას, თუ „მას“ შეხვდება. მოსკოვში მთავარი გმირი ამ ადამიანს შემთხვევით გადაეყრება. დის შემაცდენელს მთავარი გმირის ეშინია, და მთავარი გმირი მას ფიზიკურად გაუსწორდება. ამის გამო ის სასამართლოში წარდგება, თუმცა თანამშრომლობაზე უარს ამბობს. 

იგივე ხაზი გრძელდება ფილმშიც „სიყვარული აქცენტით“:

ქართველ გოგონას უცხოელი ქმარი უნდა გაეცნო ნათესავებისთვის. გოგონას იმდენად ეშინოდა მისი მკაცრი მთიელი ნათესავების, რომ როდესაც დაგეგმილ შეხვედრაზე საქმროს გაცნობა შეუძლებელი გახდა, უცხო ადამიანს სთხოვა ეთამაშა საქმროს როლი.

აქ ეპიზოდებში, ერთი მხრივ, მთიელი ხალხის სიმკაცრისა და, მეორე მხრივ, ქალის უსუსურობის წარმოჩენა ხდება. 

გ) ქართველი, როგორც გამოუსწორებელი რომანტიკოსი:

ქართველი კაცი ყურადღებიანია, ხანდახან ზედმეტადაც კი. ქალების მიმართ პატივისცემით გამოირჩევა და შეუძლია ქალის გულის მოსაგებად ბევრი ექსცენტრული რამ ჩაიდინოს. საბჭოთა და რუსული ინტელიგენციისთვის, ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი რომანტიკული ამბავი ქართველ მხატვარს, ნიკო ფიროსმანს უკავშირდება, რომელმაც გაყიდა ყველაფერი, რაც გააჩნდა და მიღებული ფულით სატრფოს უამრავი ვარდი უყიდა.

მარტოხელა მხატვრის რომანტიზმის ქართული ამბავი არც ფილმის „სიყვარული აქცენტით“ რეჟისორს გამორჩა:

ფილმში, კაფეს მზარეულ კაცს უყვარდება კაფეს ხშირი სტუმარი გიდი – გოგონა. მზარეული სიყვარულში ვერ უტყდება გიდს. ის მოისმენს ისტორიას ნიკო ფიროსმანისა და ვარდების შესახებ და გადაწყვეტს, იგივე გააკეთოს. ნოველას ბედნიერი დასასრული აქვს. 

დ) ქართველი - დარდიმანდი:

ქართველი კაცის შესახებ შექმნილ სტერეოტიპებს მხარჯველობა, ხელგაშლილობა, სმის, ქეიფის მოყვარულობაც ემატება. შესაძლოა, ამას ხელს უწყობდა საბჭოთა კავშირის ფარგლებში საქართველოს მაღალი ცხოვრების დონე. ითვლება, რომ საქართველოში მცხოვრები ადამიანები მატერიალურად კარგად გრძნობდნენ თავს. თუმცა, ეს გეგმური ეკონომიკის პირობებში არა სსრ საქართველოს ეკონომიკური წინსვლის შედეგია, არამედ მომეტებული კორუფციის. ამ პირობებმა ქართველთა ხელგაშლილობაზე არა მარტო კინემატოგრაფიაში ჰპოვა ასახვა, არამედ საბჭოთა ანეკდოტებშიც.

ფილმში „მიმინო“ ქართველი მთავარი გმირი დარდიმანდია. ის მოქეიფე და ხელგაშლილია, რომელიც კავკასიელ მეგობართან ერთად მოსკოვის რესტორანში ფულს სრულად გაანიავებს. ხოლო შემდეგ ერთ-ერთ ეპიზოდში, როდესაც ფული არ აქვს, სასადილოში ჩაის ყიდვისას მორჩენილ ხურდას გამყიდველს მაინც არ გამოართმევს. ის ამაყი კავკასიელია.

ამ სტერეოტიპებს ფილმი „სიყვარული აქცენტებით“ იმეორებს.  ერთ-ერთ ნოველაში ქართველი ექსცენტრული ბიჭია, რომელიც გართობასა და დროსტარებაზეა ორიენტირებული. „მიმინოს“ მთავარი გმირის მსგავსად, ისიც ხელგაშლილია, გამნიავებელი და, ამავდროულად, კავკასიური სიამაყით გაჯერებული.

აღქმები და ფილმით გამოწვეული ემოციები

ფილმს „სიყვარული აქცენტით“ პოზიტიური გამოხმაურებები ჰქონდა რუსულ კულტურულ წრეებსა და რეცენზიებში. თავად მხატვრული ფილმის რეჟისორი, რეზო გიგინეიშვილი ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობს: „საქართველო და რუსეთი არის ერთიანი კულტურული სივრცე. ამიტომ, ჩემთვის საინტერესო იყო მხატვრულ დამაკავშირებელ ხიდად ყოფნა“.

ერთ-ერთი რუსული ინტერნეტკინოჟურნალის რეცენზიის მიხედვით კი, „სიყვარული აქცენტით“: 

„არის პირველი ფილმი ბოლო 20 წლის მანძილზე, რომელიც შესანიშნავ საქართველოში გვაბრუნებს:  ქვეყანა თავისი კოლორიტებით, მკაცრი ჩვეულებებით, შესანიშნავი სამზარეულოთი, გულიანი სიმღერებით, ლამაზი მამაკაცებით, რომლებიც სიყვარულის სახელით მზად არიან ნებისმიერ სიგიჟე ჩაიდინონ… გულში რჩება ერთი უბრალო, თუმცა გულწრფელი პოლიტიკური ხასიათის ოცნება – დავასრულოთ უთანხმოება, ქვეყნებს შორის კონფლიქტი და დავუბრუნდეთ ცივილიზებულ და თბილ ურთიერთობებს დაშლილი საბჭოთა კავშირის ყველაზე კოლორიტულ ქვეყნებს შორის“.

ფილმის შესახებ რეცენზიების მიხედვით, „სიყვარული აქცენტით“ ცდილობს ქართველი და რუსი ხალხის შერიგებას, საერთო ისტორიის გახსენებას, მშვიდობიანი თანაცხოვრების წახალისებას. ამასთან, ფილმში მოცემული ნოველები გვიჩვენებს კონკრეტულ გზებსა თუ ადამიანთა როლებს, რომელთა მეშვეობითაც უნდა მოხდეს „ყველაზე კოლორიტული“ ერების შერიგება და საბჭოთა წარსულის დაბრუნება. 

„რეჟისორის ყველაზე დიდი წარმატება არის საქართველოს იერსახე, რომელიც მან აღწერა და მაყურებელს აჩვენა. საქართველო – ეს არის ყველაზე დალოცვილი მიწა [...], რომლის მცხოვრებნი გალანტურები არიან, როგორც ფრანგები, მღერიან – როგორც იტალიელები და გიჟები არიან – როგორც ემირ კუსტურიცას პერსონაჟები. [...] (ფილმში) თითქოს გრძნობ მწვადის, ყვავილებისა და ზღვის არომატს. მთელი სხეულით შეიგრძნობ ზღვის გრილ სიოსა და მთის ცივ ნიავს“.

რუსეთისთვის საქართველო რომანტიზმის „ზღვად“ ჯერ კიდევ იმპერიის დროს იქცა, როდესაც კავკასია რუსეთისთვის იყო ორიენტი, როგორც ევროპისთვის ახლო აღმოსავლეთი. საქართველო იყო ეგზოტიკური მხარე, სადაც რუსი პოეტები და მწერლები შთაბეჭდილებებით აღსავსენი წერდნენ თავიანთ ნაშრომებს. საბჭოთა პერიოდისგან განსხვავებით, იმპერიულ რუსეთში ქართველის სახე ფემინური იყო. ქართველი წარმოდგენილი იყო, როგორც ნაზი, სუსტი ქალი, რომელსაც ესაჭიროება ყურადღება, დაცვა და გვერდით ძლიერი მამაკაცი. ეს კი, თავის მხრივ, საქართველოზე იმპერიული ბატონობის ლეგიტიმაციას ისახავდა მიზნად, რადგანაც სუსტი და უსუსური ქალის დაცვაზე პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე რუსეთმა აიღო.  კავკასიას, როგორც ორიენტს, თავად რუსული იმპერიული იდენტობის ჩამოყალიბებაშიც დიდი როლი უკავია. მას შემდეგ, რაც პეტრე პირველმა დასავლური კულტურა რუსეთში შეიტანა, დასავლეთ ევროპის ფაქტორი რუსული იდენტობის განსაზღვრებისთვის მნიშვნელოვანი გახდა. დასავლეთს ჰყავდა თავისი ორიენტი – მისგან განსხვავებული, უცხო, ეგზოტიკური. სწორედ იგივე როლი შეასრულა კავკასიამ რუსეთისთვის, რასაც ისლამური სამყარო დასავლური ქვეყნებისთვის ასრულებდა. თუმცა რუსულ ორიენტალიზმს ვერ ექნებოდა პრეტენზია „ევროპელობაზე“, რადგანაც ევროპისთვის ორიენტი – აზია, თავად იყო რუსეთის ტერიტორიული და ისტორიული სივრცის ნაწილი. უკვე საბჭოთა ხელოვნებაში, სტალინის ფაქტორიდან გამომდინარე, ქალი უკანა პლანზე იწევს და ქართველი, როგორც მამაკაცი, ისე აღიქმება.

სტერეოტიპები ქართველის სახის შესახებ არამარტო ჩრდილოური ხედვის ნაწილია. ქართველის სახის მრავალწლიანმა აღქმამ ასეთად – საქართველოზეც დატოვა კვალი. „ნამდვილი ქართველის“ აღქმა საქართველოშიც იდენტური გახდა.  „ნამდვილი ქართველი“ ქართველისთვისაც დარდიმანდია, ტრაგიკომიკური, გალანტური, ექსცენტრული, ჯმუხი გარეგნობის და ხასიათის, სმის მოყვარული და ზედმეტად სტუმართმოყვარე.

ფილმში წარმოდგენილი ქართველის სახე მოსაწონი იყო, მათ შორის, ქართულ სახელოვნებო წრეებშიც. ამ შეფასებების ძირითადი აქტორები „საბჭოთა დამსახურებული არტისტები“, „საბჭოთა ინტელიგენციის“ წევრები არიან, რომელთაც დანარჩენები საზოგადოების წევრები ბაძავენ და უსმენენ.

ვინ არიან ისინი? – საბჭოთა კავშირში განათლებამიღებული ადამიანები, რომლებმაც სრულიად არაკონკურენტულ საბჭოთა სივრცეში მიაღწიეს წარმატებას, ნაწილობრივ საკუთარი შრომის, ნაწილობრივ კი პარტიული წახალისების მეშვეობით. სახელოვნებო წრეებით დაკომპლექტებულმა საბჭოთა ინტელიგენციამ შექმნა კვაზისაჯარო სივრცეები (კინოები, თეატრები, ოპერები, მწერალთა სახლები…). დანარჩენი სოციალური ჯგუფები, რომლებიც კერძო სივრცეში იყვნენ ჩაკეტილები, ყოველდღიურ რეჟიმში ილტვოდნენ ინტელიგენციაში მოსახვედრად – კვაზისაჯარო სივრცის მონაწილეებად გასახდომად.

ეს დეტალი, თავის მხრივ, კარგად აჩვენებს საბჭოთა კავშირში საჯარო სივრცის არარსებობას და სურათს – როგორ ცდილობდნენ საბჭოთა ადამიანები ამ ცარიელი სივრცის კომპენსირებას მეტწილად მახინჯი და კრემლის მიერ მართული ფორმებით.

საბჭოთა ინტელიგენციის თვითრეალიზაციის გარანტი მათი სიჩუმე იყო – ამ ადამიანებს „ბოროტების იმპერია“ პროტესტს არ უჩენდა. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, წესით, მათ გაქრობა ემუქრებოდათ, რადგან დაინგრა ის ფუნდამენტი, რაზეც იყო დაშენებული ინტელიგენცია.  თუმცა, საბჭოთა ინტელიგენცია ადაპტირდა ახალ დროსთან – დარჩა ახალი სისტემის ახალ საჯარო სივრცეში. ამავე დროს, ამ ჯგუფში არ გამქრალა კრებითი საბჭოთა ადამიანი – Homo soveticus.

დღეს, ქართველი რეჟისორები, მსახიობები თუ მომღერლები, რომლებიც საბჭოთა კავშირის დროს განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობდნენ, საჯარო გამოსვლებში ხშირად უსვამენ ხაზს საქართველოსა და რუსეთს შორის საერთო გამოცდილებას, ერთმორწმუნეობას, ერთიან კულტურულ სივრცეს, საქართველოს დამოუკიდებლად ცხოვრების შეუძლებლობას. საზოგადოების გარკვეულ ნაწილში, ამ პოპულისტურ სენტიმენტებზე თამაში რუსეთის მიმართ ნოსტალგიურ გრძნობებს აღვივებს. განსაკუთრებით კი იმ ხალხში, რომლებიც კერძო სივრცეში იყვნენ გამოკეტილები და ცდილობდნენ, რეალიზაცია მოეხდინათ კვაზისაჯარო სივრცეში – მოხვედრილიყვნენ საბჭოთა ინტელიგენციაში.

ერთიანი საბჭოთა კულტურული სივრცის დაბადება

საქართველოსა და რუსეთის, როგორც ერთიანი, განუყოფელი სივრცის იდეა, რომლის შესახებაც სტერეოტიპების კასკადს განვიხილავდით ზემოთ, სტალინის ნაციონალური პოლიტიკიდან იღებს სათავეს.

ეროვნულ საკითხთან დაკავშირებით სტალინისა და ლენინის დებატების შემდეგ, ლენინი მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ფედერაციული მოწყობა მრავალეთნიკური სახელმწიფოსთვის საუკეთესო იყო. ლენინი საბჭოთა ფედერაციას განიხილავდა, როგორც გარდამავალ ფორმას ხალხთა სრულად გაერთიანების გზაზე. სოციალიზმის დამყარებასთან ერთად, ეროვნული უმცირესობები ჯერ ერთმანეთს დაუახლოვდებოდნენ, ხოლო შემდეგ აღირეოდნენ, როგორც პროლეტარიატი.

პარალელურად, სტალინი მხარს უჭერდა ტერიტორიული მოწყობის უნიტარულ ფორმას, რომლის ფარგლებშიც არარუსი ერები რუსების მიერ დონომირებულ ფედერაციაში ავტონომიური რესპუბლიკები გახდებოდნენ. 1930-იანი წლებიდან საბჭოთა რესპუბლიკებში რუსიფიკაციის პოლიტიკა დაიწყო, რაც რუსული კადრებისა და რუსული ენის წახალისებას გულისხმობდა. ამ პოლიტიკამ გააღვივა რუსული შოვინიზმი და ხელი შეუწყო რუსეთის, როგორც „უფროსი ძმის“ ნარატივის ჩამოყალიბებას. „უფროსი ძმის“ იდეამ კი პიკს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მიაღწია –1945 წელს გამარჯვების აღსანიშნავ სადღეგრძელოში სტალინმა ხაზი გაუსვა რუსი ხალხის, როგორც საბჭოთა კავშირის ერებს შორის ყველაზე გამორჩეული ერის მნიშვნელობას.

მოგვიანებით, 1950-იან წლებში ხრუშჩოვმა ხალხთა დაახლოების პოლიტიკასთან ერთად „ხალხთა აყვავების“ (რასცვეტანიე) პოლიტიკა შეიმუშავა, რაც შედარებით ეკონომიკურად ჩამორჩენილი ერების განვითარების ხელოვნურად დაჩქარებას გულისხმობდა. ამასთან, გრძელდებოდა რუსულის, როგორც დომინანტი ენის წახალისებაც. ამ პოლიტიკის შედეგად 1979 წლისთვის რუსულ ენაზე არარუსი მოსახლეობის თითქმის ნახევარზე მეტი საუბრობდა მაშინ, როდესაც რუსულენოვანი ადამიანების მხოლოდ 3.5 % თუ ფლობდა რომელიმე სხვა საბჭოთა რესპუბლიკის ენას.

ამდენად, საბჭოთა ნაციონალური პოლიტიკის მიზანს წარმოადგენდა საბჭოთა რესპუბლიკების მუშათა კლასზე დაფუძნებული ადამიანური ერთობის შექმნა, რომელსაც საზიარო ექნებოდა ტერიტორია, სახელმწიფო და ეკონომიკური სისტემები, კულტურა და ენაც კი. 

დასკვნა

ქართულ-რუსული ძმობის ნარატივი კვლავ რელევანტურია და გამოწვევად რჩება საქართველოსთვის. საბჭოთა ნაციონალურმა პოლიტიკამ ქართველი ადამიანის მიერ საკუთარი თავის აღქმა იმ სტერეოტიპებში მოაქცია, რაც საბჭოთა ხელმძღვანელობისა და საბჭოთა კულტურული წრეების – ე.წ. წითელი ინტელიგენციის საშუალებით შეიქმნა. განხილული ფილმის „სიყვარული აქცენტით“ მაგალითზე ნათლად ჩანს, რომ საქართველო კვლავ რუსეთის ორიენტს წარმოადგენს – ეგზოტიკურ სივრცეს, სადაც ყველაფერი იდეალური უნდა იყოს და რუსეთისთვის კომფორტული.  ქართულ-რუსული ერთიანი კულტურული სივრცის საზღვრები სწორედ ამ როლურ გადანაწილებას მოიაზრებს, სადაც რუსეთი უფროსი ძმაა, ხოლო საქართველოს წინასწარ განსაზრული აქვს როგორი უნდა იყოს, რომ ის ნამდვილად ჩაითვალოს, როგორები უნდა იყვნენ ნამდვილი ქართველები. ამ უკანასკნელს კი მითოლოგიური ფუნდამენტი გააჩნია, რომელიც ჩრდილოეთის ქვეყანაში დაიბადა და არა ადგილზე. 

ფილმი „სიყვარული აქცენტით“ საბჭოთა და შემდეგ რუსული ნაციონალური პოლიტიკის ნაწილია, რადგან საქართველოსა და რუსეთს ერთ კულტურულ სივრცეში მოიაზრებს. ამას მოწმობს არა მხოლოდ ფილმის დეკონსტრუქცია, არამედ თავად რეჟისორისა და რუსი რეცენზენტების მიერ ფილმის აღქმა, რომელსაც დაახლოებით ასეთი შინაარსი ჰქონდა:

„აი, ეს არის ნამდვილი საქართველო!“

შეიძლება ითქვას, რომ ათწლეულებთან ერთად, ქართველის სახეც განიცდის გარკვეულ ცვლილებას რუსული სტერეოტიპების ფარგლებში. დღეს ქართველის სახის სტალინთან დაკავშირება ნაკლებად წარმოადგენს გამოწვევას. პოსტსაბჭოთა სივრცეში სხვადასხვა გარემოების დამსახურებით, სტერეოტიპების ნაწილი გაქრა და მისი ჩანაცვლება მოხდა ახლით. ეს კვლავწარმოების პროცესია, სადაც ქართველი ადამიანი ირგებს იმ როლებს და მასკულინობებს, რომლებსაც წინასწარ განსაზღვრული რუსული ნაციონალური პოლიტიკა ქმნის.

თანაავტორები: სოფო გელავა, დავით ჭკუასელი
ილუსტრაცია: ზურაბ მარტიაშვილი

Georgian
საქართველორუსეთიკინოსიყვარული აქცენტითსაქართველო-რუსეთიGiorgi NoniashviliNews ItemCultureSocietyDon't displayNowhiteBefore article text

US diplomat says farewell to Georgia in a creative way

$
0
0
The US Embassy in Tbilisi published a video by Yoon Sang Nam, a diplomat in the Public Affairs section of the Embassy. Yoon Sang Nam is about to move back to Washington D.C., and on the occasion of leaving Georgia, he recorded a creative farewell video.
 

US Embassy posted the video earlier today on its facebook page,  with the followin message: "American diplomats are always sad to leave Georgia. So one diplomat, Yoon, made this video as his parting ode to Georgia" 

You can view the video below:

English
US-Georgia relationsUS EmbassyGeorgiaUS Embassy in GeorgiaNews ItemVideoPoliticsCultureSocietyDon't displayNoBefore article text

You know you've been in Georgia too long if...

$
0
0

In an expat discussion group on Facebook, foreigners living in Georgia came up with a list of situations that foreigners often find themselves in after spending some time in Georgia. The list is dubbed "You know you've been in Georgia too long if..." Timothy Blauvelt, Country Director for the American Councils for International Education -Georgia, and Professor at Ilia State University, initially put the list together in 2006. You can find the list below, with a few additions from more recent years:

"You know you've been in Georgia too long if...

• You actually believe that Borjomi water has curative properties.
• You can distinguish between Kazbegi and Argo in a blind taste test (or between Borjomi and Nabeglavi).
• You recoil in horror if somebody punctures a khinkali.
• You hand taxi drivers the proper fare for any ride without any negotiation or asking the price.
• You find nothing romantic in candle lighting.
• You’re disposed to sit in a taxicab for 45 minutes at your destination without budging if the driver is unwilling to give you the proper change.
• You think you can get a cheaper fare if the taxi driver doesn’t notice your accent.
• You can’t drink a glass of wine without a toast even when dining alone.
• You are not taken aback when a complete stranger at a supra kisses you and professes eternal love.
• You appoint someone tamada even when dining with foreigners.
• You find sit-down toilets uncomfortable.
• You aren't aware that one is supposed to pay for software.
• A PhD in Nuclear Physics fluent in 7 languages irons your socks for a pittance.
• When you go to the toilet you bring your own toilet paper.
• It is no longer surprising that the only decision made at a meeting is the time and venue for the next meeting.
• You find that it saves time to stand and retrieve your hand luggage while the plane is on final approach.
• You ask how much people are making and expect to hear an answer.
• Your first group of friends in Georgia has already left and come back again three times.
• Georgian fashion starts looking hip.
• You think Kobuleti is a nice place for a holiday.
• You start to enjoy the taste of chacha.
• Your family stops asking when you'll be coming back.
• Smoking is one of the dinner courses.
• You drink the brine from empty pickle jars.
• You know more than 20 Tamunas, 30 Ninos and 60 Giorgis.
• You are no longer surprised when your taxi driver tells you that in Soviet times he worked as a rocket scientist.
• You think Pele coffee tastes good.
• You start speculating that Georgia might join the EU before the millennium is out.
• You finally understand that it's culturally insensitive to come to the office before 11 AM.
• Your oldest foreign friends stop bothering to pretend that they're not working for the CIA.
• You start learning Georgian because you're anxious that God might not understand your prayers if they're in a foreign language.
• You remember the days when the traffic police took bribes.
• You can order food at most restaurants in Tbilisi without looking at the menu.
• You think Nivas are the all time best SUVs.
• You tell others your phone number in two-digit sequences: i.e. ninety-nine, seventeen, forty-three.
• You’re no longer surprised when a building that looks like a Beirut crackhouse gives way to a sumptuous apartment inside.
• You know that Ajaran khachapuri isn’t necessarily better in Ajara.
• You express skepticism by involuntarily muttering “kargi, ra” even when there is no Georgian-speaker around to hear you (and express surprise by shouting “vaimay!”).
• You blame the Russian FSB for unfavorable weather changes.
• You seriously consider founding an NGO yourself because you are fed up with having to work.
• You are unable to explain to your mother what your job actually is.
• The lady in your local corner shop stops asking when you are going to get married.
• You don’t double up with laughter while reading (or writing) 'good governance' proposals.
• The two hardcore communist Peace Corps volunteers you met in your first year here are now heading the World Bank and the IMF". 

 

English
GeorgiaExpatsTbilisiExpats in GeorgiaNews ItemCultureSocietyAside articleNoBefore article text

Female Circumcision Uncovered in Georgia

$
0
0

Institute for War & Peace Reporting (IWPR) has reported that hundreds of girls from Georgia’s ethnic Avar community have been forced to undergo female genital mutilation (FGM). The Georgian Authorities told the IWPR that they were unaware that the practise of cutting was being carried out in the Kvareli district of Kakheti, which has a large muslim Avar population.

An Avar woman quoted in the report said, “We are Muslims. We fast during Ramadan. We observe our Islamic customs. Circumcision is also our custom. We cannot do without it,”
 

FGM, also known as female circumcision, has been condemned by the director of the National Centre for Disease control as carrying numerous health risks including infection, hepatitis and tetanus.

The United Nations has also declared the practise a human rights violation and a form of discrimination against women. A spokesperson from the human rights committee of Georgia´s parliament told IWPR that they would now investigate the issue.
English
Female CircumcisionIWPRFGMAvar CommunityFemale CircumcisionNews ItemPoliticsCultureSocietyAside articleNoBefore article text

Tbilisi City Hall to Spend 1,487,000 GEL on New Year’s Festivities

$
0
0

Tbilisi City Hall will spend 1,487,000 lari for Christmas and New Year’s festivities, said head of the Cultural Affairs Department, Ia Makatsaria. She also added that the Gala Concert on December 31 will cost City Hall around 227,000 GEL.

“This is the overall budget, which involves cultural affairs, sports and youth affairs, public services, administration and PR. This is the overall budget for New Year festivities set by Tbilisi City Hall”, said Makatsaria.

Moreover, Tbilisi mayor Davit Narmania stated today at a governmental meeting that the streets won’t be closed due to new year events, as most of the events will be held in Dedaena Park.

“Last year we had New Year’s lights on Rustaveli avenue, Melikishvili avenue and Chavchavadze avenue. We’ll have some additions this year and new lights will be added to Aghmashenebeli avenue and the highway leading to the airport… This year we planned everything differently, so that no streets will be closed due to the festivities. The main location of the events will be Dedaena Park and the main events will start on December 25”, said Davit Narmania.

English
New Year's FestivitiesNew YearChristmasTbilisi City HallDavit NarmaniaNew Year's FestivitiesNews ItemPoliticsCultureSocietyAside articleNoBefore article text

2017 წლის ოქროს გლობუსის გამარჯვებულები

$
0
0

2017 წლის ოქროს გლობუსის გამარჯვებულები ცნობილია. 

საუკეთესო მხატვრული ფილმი/დრამა

გამარჯვებული - მთვარის შუქი

ამ კატეგორიაში ნომინირებული იყვნენ:

საუკეთესო მხატვრული ფილმი/მიუზიკლი ან კომედია

გამარჯვებული - La La land

ამ კატეგორიაში ნომინირებული იყვნენ:

საუკეთესო შესრულება დრამაში/ქალი

გამარჯვებული - იზაბელ იუპერი- ის ქალი

ფოტო: imdb.com

ამ კატეგორიაში ნომინირებული იყვნენ:

საუკეთესო შესრულება დრამაში/მამაკაცი

გამარჯვებული - ქეისი აფლეკი- მანჩესტერი ზღვასთან

ფოტო: imdb.com

ამ კატეგორიაში ნომინირებული იყვნენ:

საუკეთესო შესრულება მიუზიკლსა და კომედიაში/ქალი

გამარჯვებული - ემა სტოუნი- La La land

ფოტო: imdb.com

ამ კატეგორიაში ნომინირებული იყვნენ:

საუკეთესო შესრულება მიუზიკლსა და კომედიაში/მამაკაცი

გამარჯვებული - რაიან გოსლინგი- La La land

ფოტო: imdb.com

ამ კატეგორიაში ნომინირებული იყვნენ:

საუკეთესო შესრულება მეორეხარისხოვან როლში/ქალი

გამარჯვებულები - ვიოლა დევისი- წინაღობები

ფოტო: imdb.com

ამ კატეგორიაში ნომინირებული იყვნენ:

საუკეთესო შესრულება მეორეხარისხოვან როლში/მამაკაცი

გამარჯვებული - აარონ ტეილორ-ჯონსონი - ღამის ცხოველები

ფოტო: imdb.com

ამ კატეგორიაში ნომინირებული იყვნენ:

საუკეთესო რეჟისორი

გამარჯვებული - დემიენ ჩეიზელი- La La Land

ფოტო: imdb.com

ამ კატეგორიაში ნომინირებული იყვნენ:

საუკეთესო სცენარი

გამარჯვებული - La La Land

ამ კატეგორიაში ნომინირებული იყვნენ:

საუკეთესო ანიმაციური ფილმი

გამარჯვებული - ზოოტოპია

ამ კატეგორიაში ნომინირებული იყვნენ:

საუკეთესო საუნდტრეკი

გამარჯვებული - City of Stars – La La Land

ამ კატეგორიაში ნომინირებული იყვნენ:

საუკეთესო სატელევიზიო სერიალი/დრამა

გამარჯვებული - გვირგვინი

ფოტო: imdb.com

ამ კატეგორიაში ნომინირებული იყვნენ:

საუკეთესო სატელევიზიო სერიალი/მიუზიკლი ან კომედია

გამარჯვებული - ატლანტა

ფოტო: imdb.com

ამ კატეგორიაში ნომინირებული იყვნენ:

სატელევიზიო სერიალის საუკეთესო მსახიობი ქალი/დრამა

გამარჯვებული - კლერ ფოი- გვირგვინი

ფოტო: imdb.com

ამ კატეგორიაში ნომინირებული იყვნენ:

სატელევიზიო სერიალის საუკეთესო მსახიობი კაცი/დრამა

გამარჯვებული - ბილი ბობ ტორნტონი- გოლიათი

ფოტო: imdb.com

ამ კატეგორიაში ნომინირებული იყვნენ:

სატელევიზიო სერიალის საუკეთესო მსახიობი ქალი/მიუზიკლში ან კომედიაში

გამარჯვებული - ტრეისი ელის როსი- მოშავო

ფოტო: imdb.com

ამ კატეგორიაში ნომინირებული იყვნენ:

სატელევიზიო სერიალის საუკეთესო მსახიობი მამაკაცი/მიუზიკლში ან კომედიაში

გამარჯვებული - დონალდ გლოვერი- ატლანტა

ფოტო: imdb.com

ამ კატეგორიაში ნომინირებული იყვნენ:

საუკეთესო მინი- სერიალი ან სატელევიზიო ფილმი

გამარჯვებული - ხალხი ო.ჯ სიმპსონის წინააღმდეგ/ამერიკული კრიმინალური ისტორია

ფოტო: imdb.com

ამ კატეგორიაში ნომინირებული იყვნენ:

მინი- სერიალის ან სატელევიზიო ფილმის საუკეთესო მსახიობი ქალი

გამარჯვებული - სარა პოლსონი- ხალხი ო.ჯ სიმპსონის წინააღმდეგ/ამერიკული კრიმინალური ისტორია

ფოტო: imdb.com

ამ კატეგორიაში ნომინირებული იყვნენ:

მინი- სერიალის ან სატელევიზიო ფილმის საუკეთესო მსახიობი მამაკაცი

გამარჯვებული - ტომ ჰიდლსტონი- ღამის მენეჯერი

ფოტო: imdb.com

ამ კატეგორიაში ნომინირებული იყვნენ:

ოქროს გლობუსის 74-ე დაჯილდოებას "ღამის შოუ ჯიმი ფელონთან"წამყვანი ჯიმი ფელონიუძღვებოდა.

Georgian
ოქროს გლობუსი 2017ჯიმი ფელონიოქროს გლობუსი 2017News ItemCultureWorldFull widthNoBefore article text

10 მსგავსი შინაარსის ფილმი, რომელიც ერთსა და იმავე წელს გამოვიდა

$
0
0

1. არმაგედონი (1998) და უფსკრულთან შეჯახება (1998)

ფოტო: http://soberingconclusion.com/

ორივე ფილმში დედამიწისკენ მაღალი სიჩქარით ასტეროიდი მოემართება, კაცობრიობას კი განადგურება ელოდება. ადამიანთა ჯგუფი ცდილობს სამყარო გადაარჩინოს.

2. თეთრი სახლის დაცემა (2013) და ოლიმპის დაცემა (2013)

ფოტო: http://on-the-couch.com/

ორივე ფილმში თეთრ სახლს თავს ესხმიან შეიარაღებული პირები. ფილმების მთავარი გმირები კი ცდილობენ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი და თეთრი სახლის მომსახურე პერსონალი გადაარჩინონ.

3. ილუზიონისტი (2006) და პრესტიჟი (2006)

ფოტო: imdb.com

ფილმები ილუზიონისტების ცხოვრების შესახებ მოგვითხრობენ.

4. უფრო მეტი ვიდრე სექსი (2011) და სექსი მეგობართან (2011)

ფოტო: amazonaws.com

ფილმები თავისუფალ ურთიერთობებზე, სექსზე ზედმეტი პასუხისმგებლობის შესახებ და მეგობრებზეა.

5. მისია მარსზე (2000) და წითელი პლანეტა (2000)

ფოტო: imdb.com

დედამიწიდან მარსზე არსებული ვითარებაში გასარკვევად გაგზავნიან ჯგუფებს.

6. დანტეს პიკი (1997) და ვულკანი (1997)

ფოტო: http://showtimeshowdown.com/

ფილმები ბუნებრივი კატასტროფის შესახებ, რომელიც ქვეყნის დასასრულად შეიძლება იქცეს. 

7. ჭიანჭველები (1998) და მწერის ცხოვრება (1998)

ფოტო: entertainmentfuse.com

ორი ანიმაცია, რომელიც მწერების შესახებ გვიამბობს, ერთი თვის ინტერვალით გამოვიდა. ორივე ფილმში ჭიანჭველა და ბაღლინჯო ცდილობენ საკუთარი კოლონიის დაცვას.

8. ფიფქია და ფიფქია (2012) და ფიფქია და მონადირე (2012)

ფოტო: http://pacejmiller.com/

ფილმები ზღაპარ "ფიფქიას"ეკრანიზაციაა, რომლებიც ფართო აუდიტორიის წინაშე 2 თვის შუალედით გამოვიდა.

9. ტერნერი და ჰუჩი (1989) და K-9 ძაღლური სამუშაო (1989)

ფოტო: wordpress.com

ფილმებში ძაღლები გამომძიებლებს მნიშვნელოვანი საქმის გამოძიებაში ეხმარებიან.

10. ტორნადო (1996) და ქარბობალა (1996)

ფოტო: ტაბულა

ორივე ფილმი ასახავს სტიქიურ უბედურებას, რომლისგან გადარჩენას ქალაქის მოსახლეობა ცდილობს.

Georgian
კინემატოგრაფიამსოფლიოს მსგავსი ფილმებიკინემატოგრაფიNews ItemCultureWorldDon't displayNoBefore article text

ოქროს გლობუსის დაჯილდოების ყველაზე კარგად ჩაცმული ვარსკვლავები

$
0
0

2017 წლის ოქროს გლობუსის 74-ე დაჯილდოებაზე მსახიობები ცნობილი დიზაინერების ტანისამოსში.

მოდის ინდუსტრიის კრიტიკოსებმა ზემოთჩამოთვლილი მსახიობები ყველაზე კარგად ჩაცმულ ვარსკლავებად დაასახელეს.

Georgian
ოქროს გლობუსის დაჯილდოებაოქროს გლობუსი 2017ოქროს გლობუსი 2017News ItemCultureWorldDon't displayNo Before article text

ვინ თქვა უარი და ვინ დასთანხმდა ტრამპის ინაუგურაციაზე მონაწილეობას

$
0
0

აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ინაუგურაცია 20 იანვარს ჩატარდება. ამ დრომდე უცნობია, გამომსვლელთა სრული სია.

Georgian
ტრამპის ინაუგურაციატრამპის ინაუგურაციაNews ItemPoliticsCultureWorldDon't displayNo Before article text

უმეცრებასა და თავგასულობას ძეგლებთან მიმართებაში ბოლო უნდა მოეღოს

$
0
0

ყველაფერი, რაც ადამიანურ ცივილიზაციას შეუქმნია - თუ იუდეური, თუ ქრისტიანული, თუ მუსლიმური თეოლოგიური პერსპექტივიდან - არის ღმერთადამიანური შემოქმედების ნაყოფი და, შესაბამისად, იგი დიდ მოწიწებასა და გაფრთხილებას საჭიროებს.
ვიდრე მე თეოლგიური და ბიბლიური კვლევების სამყაროში აღმოვჩნდებოდი, მანამდე არქეოლოგი ვიყავი და ამიტომ ჩემთვის ძალიან მტკივნეულ საკითხს წარმოადგენს საყდრისის ირგვლივ განვითარებულ მოვლენები.

საყდრისის საკითხის მოგვარების საქმეში, იმ უწყების წარმომადგენლები, რომლებიც წესით საყდრისის დაცვას უნდა ემსახურებოდნენ სულ ცოტა იმის გამო მაინც, რომ ამაში ჯამაგირებს იღებენ - სწორედ ისინი გახდნენ უნიკალური არქეოლოგიური ძეგლის განადგურების მომხრეები!!!

ჩვენდა სავალალოდ, საყდრისის ამბავი მართლაც რომ უსაზღვრო განუკითხაობისა და თავგასულობის ნიმუშს წარმოადგენს იმ უწყების მიერ, რომელიც წესით ძეგთა დაცვას უნდა ემსახურებოდეს.

სამაგიეროდ, ჩვენ არ შეგვიძლია არ ვიამაყოთ იმ ადამიანების კეთილშობილებით და გაბედულობით, ვინც წინ აღუდგა საყრდრისის განადგურებას. მე მართლა აღტაცებული ვარ იმ ადამიანებით, ვინც თავიანთ დროს, ენერგიას და მოწადინებას არ ზოგავს, რომ ბარბაროსობა შეაკავოს ჩვენს ქვეანაში.

ბარბაროსობას, სიავესა და სიბნელეს ყოველთვის ერთი სათავე აქვს და ერთი წყარო კვებავს - გაუნათლებლობა და სიბრიყვე. საყდრისი მხოლოდ წვერია იმ აისბერგისა, რომლის ძირითადი ნაწილი ჯერაც დაფარულია და უცნობი ჩვენი საზოგადოებისათვის. საქმეში ჩახედულმა ადამიანებმა იციან, რომ ერისა და ბერის უმეცრების გამო ყოველწლიურად ზიანდება არა მარტო ჩვენი, არამედ მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლები. აქ მარტო იმ ძეგლებზე კი არ არის ლაპარაკი, რომელიც სადღაც მიყრუებულ სოფლებშია, არამედ ძეგლებზე, რომელიც იუნესკოს ძეგლთა სიაშია ანდა ქართული ხელოვნების უნიკალურ მემკვიდრეობას წარმოადგენს.

რაკი ის უწყება, რომელსაც ჩვენი ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობის დაცვა და გაფრთხილება ავალია, ამას ვერ ახერხებს, მაშინ იმ ადამიანებმა უნდა ამოიღონ ხმა, ვისაც ესმის რამდენად საშიშ ტენდენციებთან გვაქვს საქმე. იქნება არასამთავრობო ორგანიზაციებმა მაინც მიიტანონ გულთან ახლოს ის, რაც ჩვენი ისტორიულ-არქეოლოგიური ძეგლების თავს ხდება, ვიდრე ტოტალურმა უმეცრებამ და სიბნელემ თავზე არ დაგვამხო ყველაფერი, რითაც ადამიანურ ცივილიზაციას შეუძლია იამაყოს.

ეპისკოპოსი მალხაზ სონღულაშვილი
საქართველოს ევანგელურ ბაპტისტური ეკლესია

Georgian
საყდრისიმალხაზ სონღულაშვილისაყდრისიუმეცრებასა და თავგასულობას ძეგლებთან მიმართებაში ბოლო უნდა მოეღოსMalkhaz SongulashviliArticleCultureSocietyAside articleNoBefore article text
Viewing all 117 articles
Browse latest View live


<script src="https://jsc.adskeeper.com/r/s/rssing.com.1596347.js" async> </script>